"ტოტენჰემმა" "ბარსელონას" 21 წლის ნახევარმცველის მალკომის შეძენაზე უარი განაცხადა.
The Independent-ის ცნობით, ლონდონური კლუბი მისი სამსახურით ძალიანაც იყო დაინტერესებული, მაგრამ 44 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვა.
"ტოტენჰემს" ახლა მისი იჯარით აყვანა სურს, რაც "ბარსას" არ აწყობს.
ბრაზილიელმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "რომას" უარი უთხრა და ამ სეზონში ლა ლიგაზე მხოლოდ 97 წუთი ითამაშა.
მალკომმა შესაძლოა, თავი ჩინეთში ამოყოს - "გუანჯოუ ევერგრანდი" მზადაა ტრანსფერში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.