27 იანვარს, სერია A-ს 21-ე ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "ლაციოს".
"იუვენტუსი" 59 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ "ნაპოლის" 11 ქულით უსწრებს.
იტალიის ჩემპიონატზე 12 წლის შემდეგ პირველად ლიდერი მეორეადგილოსანს 11 ქულით გაექცა.
ბიანკონერი ჩემპიონატზე 21 მატჩია დაუმარცხებელია (19 მოგება და 2 ფრე).
"იუვეს" პირველ ტაიმში მეტოქის კარში ბურთი არც ერთხელ არ დაურტყამს, რაც ბოლოს 14 წლის წინ მოხდა.
რომი. "ოლიმპიკო"
ლაციო - იუვენტუსი 1:2
გოლები: ჩანი (59, საკ. კარში), 1:1 კანცელო (74), რონალდო (88, პენ)