"იუვენტუსმა" რონალდოს პენალტით გაიმარჯვა - 12 წლის შემდეგ პირველად ლიდერი მეორეადგილოსანს 11 ქულით გაექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 იანვარს, სერია A-ს 21-ე ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "ლაციოს".

"იუვენტუსი" 59 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ "ნაპოლის" 11 ქულით უსწრებს.

იტალიის ჩემპიონატზე 12 წლის შემდეგ პირველად ლიდერი მეორეადგილოსანს 11 ქულით გაექცა.

ბიანკონერი ჩემპიონატზე 21 მატჩია დაუმარცხებელია (19 მოგება და 2 ფრე).

"იუვეს" პირველ ტაიმში მეტოქის კარში ბურთი არც ერთხელ არ დაურტყამს, რაც ბოლოს 14 წლის წინ მოხდა.

რომი. "ოლიმპიკო"
ლაციო - იუვენტუსი 1:2
გოლები: ჩანი (59, საკ. კარში), 1:1 კანცელო (74), რონალდო (88, პენ)
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ იყო მოსაგები თამაში,მაგრამ მაინც მოიგო.
სოსო
10:23 28-01-2019
0
მართლა პენალდოა რა.
გრიზმანი
13:31 28-01-2019
2

სიახლეები პოპულარული