"არკას" მფლობელი, სადაც ლუკა ზარანდია თამაშობს, 21 წლის ბიჭია

AutoSharing Option
ლუკა ზარანდიას კლუბის - გდინის "არკას" მფლობელი 21 წლის ახალგაზრდა დომინიკ მიდაკია.

ის ყოფილი ფეხბურთელია, ახლა კი რამდენიმე ბიზნესი აქვს, ვარშავაში ცხოვრობს და პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ხელმძღვანელობს.

"ვფიქრობ, რომ ახალგაზრდობა ჩემი ერთ-ერთი პლუსია - ეს სასირცხვილო არ არის. არ მეშინია, ჩემს ამოცანებს დიდი პატივისცემით ვეპყრობი. პირველი ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა მომიწია, პრეზიდენტი ვოიცეხ პერკიევიჩი იყო. მან გამაცნო კლუბი და აქ დასაქმებული ადამიანები. დღესდღეობით ფეხბურთელებთან ბევრს ვსაუბრობ და იმ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც აქ ვარ, საკმაო წარმატებასაც მივაღწიეთ" - ამბობს დომინიკი natemat.pl-სთან
საუბრისას.

გდინის "არკა" ამ დროისთვის შეკრებას თურქეთში გადის.

altლუკა ზარანდიამ ამხანაგურ მატჩში "ოლექსანდრიას" გაუტანა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული