
მატჩის პირველი გოლი პოლონელთა ქართველმა შემტევმა ლუკა ზარანდიამ შეხვედრის მე-60 წუთზე გაიტანა და როგორც "არკას" ვებგვერდი იუწყება, 23 წლის ფეხბურთელი ძალიან აქტიური იყო.
"ლუკა საჯარიმოში შეიჭრა და მარცხენა ფეხით უძლიერესად დაარტყა, ისე, რომ მეტოქის მეკარეს შანსიც არ ჰქონია" - ვკითხულობთ "არკას" საიტზე.
ეს თურქულ შეკრებაზე პოლონური კლუბის მესამე მატჩი იყო. 31 იანვარს "არკა" ორ მატჩს გამართავს - მაკედონიურ "გიორცე პეტროვთან" და ყაზახურ "შახტიორთან".