გიორგი ჯიქია: მირეკავდნენ საქართველოს ნაკრებიდან, მაგრამ მე არჩევანი გავაკეთე და არ ვნანობ

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების და მოსკოვის "სპარტაკის" მცველმა გიორგი ჯიქიამ Youtube-ის არხ Commandos-თან საქართველოზე ისაუბრა და ახსნა, რატომ აირჩია რუსეთის ნაკრები.

"ეროვნული ნაკრების არჩევასთან დაკავშირებით პრობლემა იყო. ამ დროს პერმის "ამკარის" ფეხბურთელი ვიყავი და სტანისლავ ჩერჩესოვმა ამხანაგური მატჩებისთვის გამომიძახა, ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიუხედავად, რუსეთის ნაკრების წევრად მაინც არ ვითვლებოდი. შემდეგ იყო საუბრები, მირეკავდნენ საქართველოს ნაკრებიდან, მაგრამ მე არჩევანი გავაკეთე და არც ვნანობ.

კონსულტაცია მშობლებთანაც არ გამივლია, თუმცა ისინი მხარს მიჭერენ. მე აქ დავიბადე, გავიზარდე, წარმატებას მივაღწიე და კმაყოფილი ვარ რაც მოხდა. იმედი
მაქვს, სწორი არჩევანი გავაკეთე." - განაცხადა გიორგი ჯიქიამ.

25 წლის მცველს რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

altგიორგი ჯიქია: ჯანო ანანიძე რუსეთში საუკეთესო ათიანია - მის ოთახში შესახლების უფლებას არავის არ მივცემ

მკითხველის კომენტარები / 9 /
სანამ რუსეთის ნაკრებში გამოგიძახებდნენ საქართველოს დროშით სურათი რატო გქონდა აბა?))))) თქვი მარტივად, ისედაც ყველამ იცის - გაიყიდე მაყუთზე :)
Tbiliseli
31 იანვარი 2019 19:17
2
ბიჯო გავიგეთ რომ რუსეთის ნაკრებში თამაშობ! კიდევ სამი წელი უნდა ილაპარაკოთ!? არ დაიღალეთ მაინც?
მწვრთნელი
31 იანვარი 2019 18:55
0
სადც ვშობილვარ,გავზრდილვარ....ჩემი სამშობლო,ის არი.გიორგის სამშობლო,რუსეთია
ამას ამბობდა ქართველი,სპარსეთში გადახვეწილი,რაც უმდა მტანჯონ,მაწამონ,მაინც ვიქნები ქართველი.ესენი კი, გიორგის მშობლები უნდა ყოფილიყვნენ.
გიორგის საყვედურს ვერაფერზე ვეტყვი,აი მის მშობლებზე კი კარგის თქმა,ძალიან გამიჭირდება.მათ უცხო ქვეყანას გაუზარდეს შვილი,საკუთარი სამშობლო კი,დაივიწყეს.გიორგი ჯიქიას ყოველნაირ წარმატებას ვუსურვებ,მაგრამ ღმერთსა ვთხოვ,ისე გაძლიერდეს ჩვენი ნაკრები,რომ მას, თავისი არჩევანი,სანანებელი გაუხდეს.
სოსო
31 იანვარი 2019 18:01
0
რუსია და რუსეთია ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი,რა არის აქ გასაკვირი და გასაბრაზებელი?
leng
31 იანვარი 2019 17:00
0
ჟურნალისტებო, ამ გადაჯიშებულზე თუ ამიერიდან ისევ დაწეროთ და მაშინ თქვენ იყოთ პუტინის მონები
patrioti
31 იანვარი 2019 16:47
8
ამინ!!!!
????
31 იანვარი 2019 23:57
2
Ra gadakevit am gadarusebuls Ra pexebat gindat aseti ujigroebi
zaza
31 იანვარი 2019 16:31
1
გიო , სწორი არჩევანი გააკეთე, ყველა იმავეს გააკეთებდა. წარმატებები!
პარის ჰილტონი
31 იანვარი 2019 16:09
47
ლომო შენი აზრი შენი აზრია და მისაღებია მაგრამ ყველას სახეოით რატო ლაპარაკობ თან როცა რუსეთს ეხება? შენთვის შეინახე სხვისი სახელით ნუ ილაპარაკებ მერე რა რომ ინტერნეტია
tbiliseli
31 იანვარი 2019 16:54
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული