"ზენიტში" გადასული იაროსლავ რაკიცკი უკრაინის ნაკრებიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ "შახტარიდან" "ზენიტში" გადასული 29 წლის ცენტრალური მცველი იაროსლავ რაკიცკი ნაკრების ფეხბურთელთა სიიდან ამოშალა.

მისმა რუსულ კლუბში გადასვლამ და რუსეთის დროშის ფონზე პოზირებამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია გულშემატკივრებში, რომლებსაც მისადმი ისედაც უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ, რადგან რუსეთისადმი თავის დამოკიდებულებას არასოდეს არ მალავდა და უკრაინის ნაკრების მატჩების დაწყების წინ ჰიმნს არ მღეროდა.

უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ რაკიცკის საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სამაგალითო გაგება ქონიეთ ეროვნული ღირსების. ჩვენ მოჭიდავეს თუ ფეხბურთელს რომ არ გააჩნია, ისეთი.
სპილო
17:36 05-02-2019
0
ეე უკრაინელებივით 45 მილიონი რო ვიყოთ აქამდე რუსეთს დედა აღარ ეყოლებოდა:) სლაბი ხალხია და ესთი რამები პატრიოტიზმზე უფრო სისუსტის ნიშანია.
გოგა
17:05 05-02-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული