ა, კაცი - ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერი" კინაღამ დაღუპა და 22 მილიონს მიიღებს!

AutoSharing Option
შორეულ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ჟოზე მოურინიო წარმატებული მწვრთნელი იყო. ის "ჩელსიდანაც" დაითხოვეს და "მანჩესტერიდანაც". თან გუნდებს ულამაზო ფეხბურთს ათამაშებდა და უკანასკნელ ხანს ხშირად უცნაურადაც იქცეოდა. თუმცა, სათავისოდ არაფერიც არ ეშლება და კონტრაქტის გაწყვეტისთვის ორივე ინგლისური კლუბისგან საკმაო კომპენსაციაც მიიღო.

Sky Sports-ი იუწყება, რომ "მანიუ" მას და მის თანაშემწეებს 22 მილიონ ევროს გადაუხდის და რა თქმა უნდა, ამ თანხის დიდი ნაწილი მას ერგება.

როგორ გაუწყეთ, მოურინიო რუსეთის ტელეარხ Russia Today-ზე იმუშავებს, სა
დაც გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებზე კომენტარს აკეთებდა და 5 დღეში 2 მილიონი გადაუხადეს.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს კაცი მე პირადად არასოდეს მიმაჩნდა უმაღლესი კლასის მწვრთნელად.ვერც ის ამიხსნია ისეთი ფილოსოფიის გუნდი როგორიც მანჩესტერ იუნაიტედია რატომ დაინტერესდა ამ ბოღმა ადამიანის სამსახურით,კაცი რომელიც უსახურ ფეხბურთს ათამაშებს თავის გუნდებს
სიმართლე
14:18 15-02-2019
0
ის ხუთი დღეც ისეთივე კომეტარებს გააკეთებდა როგორც გუნდებს ათამაშებდა. მარა რა გინდა სახელი გაიკეთა და ფულიც მისით მისდის დაუმსახურებლად.
Geo_Dinamo
12:14 15-02-2019
0

სიახლეები პოპულარული