პოლონეთში ფეხბურთელი გააძევეს, შემდეგ მოედანზე დააბრუნეს და კვლავ გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
VAR-ი ლამის ყოველდღე გვაკვირვებს. ამჯერად საოცარი მომენტი პოლონეთში მოხდა.

"ლეგიის" ნახევარმცველმა ვილიამ რემიმ "კრაკოვიასთან" მატჩში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მორჩილად გასახდელისკენ წავიდა, სადაც გამოცვლა დაიწყო.

მატჩის მთავარმა არბიტრმა პეტრ ლასიკმა ეპიზოდს განმეორებით VAR-ის დახმარებით უყურა და ვილიამს უკან უხმო. ნახევარმცველმა ისევ გამოიცვალა. მან იფიქრა, რომ ბარათს გააუქმებდნენ და მოედანზე სიხარულით შევიდა, მაგრამ არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათის მაგივრად რემის პირდაპირ წითელი უჩვენა.

სევდა, მწუხარება და სარკასტული ღიმილი - რემის სახეზე ყველაფერი იყო.

"ლეგიამ" 0:2 წააგო და ახლა ლიდერ "ლეხს" 4
ქულით ჩამორჩება. "ლეხს" ამ დროისთვის 46 ქულა აქვს.

VAR-ს ამ ბოლო დროს ფეხბურთში მოულოდნელობის ეფექტი შემოაქვს. სერია A-ში, მაგალითად, მსაჯმა სპალ-ის გოლი არ ჩათვალა, რომ პენალტი დაენიშნა მათ კარში წესების დარღვევიდან 4 წუთის შემდეგ.

ვილიამ რემი 27 წლისაა და "ლანსის" აღზრდილია. თითქმის მთელი კარიერა საფრანგეთის დაბალ დივიზიონებში აქვს გატარებული, სადაც "ლანსის", "კრეტეის" და "დიჟონის" მაისურით თამაშობდა.

შემდეგ იყო ორი სეზონი ლიგა 1-ში "მონპელიეს" მაისურით, რის შემდეგაც რემი "ლეგიაში" გადავიდა, სადაც უმალვე ძირითადის ფეხბურთელი გახდა. მიმდინარე სეზონში მან 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ეს გაძევება მის კარიერაში მეოთხე გახდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნამდვილად იმსახურებდა წითელ ბარათს, მსაჯს ვერ გავამტყუვნებთ ამ შემთხვევაში :)) ჯერ წააქცია და შემდეგ გადაუარა რასაც ჰქვია მოწინააღმდეგეს ეს მიუღებელია :)) კარგია ვიდეორეფერის დანერგვა იმედია ნაკლებ შეცდომებს დაუშვებენ და ყველაფერს სამართლიანად გადაწყვეტენ მსაჯები
1
თავისი შეცდომებით და საკამათო ეპიზოდებითაა ფეხბურთი ლამაზი. ეს რა უბედურება მოიგონეს
გოგა
16:01 19-02-2019
22

სიახლეები პოპულარული