ფრანგულმა გამოცემა L'Équipe-მა ტოპ-5 ჩემპიონატიდან უცვლელი მწვრთნელების ტოპ- ხუთეული შეადგინა.
ჟურნალისტებმა გააანალიზეს, რომელი მწვრთნელები მუშაობენ კლუბებში ყველაზე დიდხანს.
ხუთეულში მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცი დიეგო სიმეონეც არის.
ხუთეული კი ასე გამოიყურება:
5. შონ დაიჩი (ინგლისელი, 47 წელი) - "ბარნლის" (პრემიერლიგა) 2012 წლის 14 ოქტომბრიდან წვრთნის.
4. ედი ჰაუ (ინგლისელი, 41 წელი) - "ბორნმუთს" (პრემიერლიგა) 2012 წლის 12 ოქტომბრიდან წვრთნის.
3. კრისტიან შტრაიხი (გერმანელი, 53 წელი) - "ფრაიბურგს" (ბუნდესლიგა) 2011 წლის 29 დეკემბრიდან წვრთნის.
2. დიეგო სიმეონე (არგენტინელი, 48 წელი) - მადრიდის "ატლეტიკოს" (ლა ლიგა) 2011
წლის 23 დეკემბრიდან წვრთნის.
1. სტეფან მულენი (ფრანგი, 51 წელი) - "ანჟეს" (ლიგა 1) 2011 წლის 22 ივნისიდან წვრთნის.
დიდი ხნის განმავლობაში ამ მაჩვენებლით ლიდერი ფრანგი არსენ ვენგერი იყო, რომელიც ლონდონის "არსენალში" 1996 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა.