"ჰუტნიკის" ქომაგებს სტუმრად "თბილად" შეხვდნენ.
პოლონეთის მე-4 ლიგაში კრაკოვის "ჰუტნიკის" გულშემატკივრებს გასვლითი მატჩი დალეშიცეს "სპარტაკთან" რკინის გალიიდან აყურებინეს.
"ჰუტნიკის" ფანები ხშირად ჩხუბობენ და დალეშიცელებმა პრევენციული ზომები მიიღეს.
ნამატჩევს "ჰუტნიკის" ფეხბურთელები გალიასთან მივიდნენ და თავიანთ ერთგულ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
"ჰუტნიკი" მე-4 ლიგაში ლიდერია და მალე მე-3 ლიგაშიც აღზევდება.