მარიო ბალოტელი: იტალიის ნაკრებს რომ დავჭირდები, შეიძლება უარი ვუთხრა

AutoSharing Option
"მარსელის" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი იმის გამო გაბრაზდა, რომ იტალიის ნაკრებში არ გამოიძახეს.

"მორალურად და ემოციურად ძალიან დავიღალე. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მხოლოდ დაცინვა მესმის. ამ დროს შესანიშნავ ფორმაში ვარ. რობოტი და იდიოტი არ ვარ და არ შემიძლია პასუხი არ გავცე.

არ ვითხოვ, რომ ვარსკვლავად და ფენომენად მიმიჩნიონ, მაგრამ ხანდახან კითხვა მებადება: პატივს მცემს კი მე იტალია ისე, როგორც მე ვცემ მას პატივს? შესაძლოა, დადგეს მომენტი, როდესაც ნაკრებს დავჭირდე და უარი ვუთხრა".

მარიო სკუადრა აძურას მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ერთა ლიგის მატჩებში
ათამაშა, სადაც თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა. თუმცა, მაშინ "ნიცაში" უხეიროდ თამაშობდა, მაგრამ შემდეგ "მარსელში" გადავიდა და გოლების გატანა დაიწყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული