ინგლისის ნაკრების მეკარე საცოლის შეურაცხყოფის გამო "სანდერლენდის" ფანებს ეჩხუბა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ევერტონის" მეკარემ, ჯორდან პიკფორმა სანდერლენდის ერთ-ერთ ბარში ფანებთან იჩხუბა.

25 წლის ფეხბურთელი მშობლიურ ქალაქში დასასვენებლად ჩავიდა, სადაც მასსა და ბარის სხვა სტუმარს შორის კონფლიქტი მოხდა.

პიკფორდი მეგობრებთან და ოჯახთან ერთად საფეხბურთო ლიგის თასის ფინალს უყურებდა, რომელშიც "სანდერლენდი" "პორტსმუტს" ხვდებოდა (2:2, პენ. 4:5), როდესაც ბარის სხვა სტუმრებმა მის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილების სკანდირება დაიწყეს.

ინგლისის ნაკრების მეკარემ ამას მშვიდად უპასუხა, თუმცა, როდესაც შეურაცხმყოფელი სიტყვების ადრესატი მისი საცოლე გახდა, სიტუაცია უკონტროლო გახდა.

"ევერტონმა" მომხდარის შესწავლა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ პიკფორდი 2017 წელს "ევერტონში" სწორედ
"სანდერლენდიდან" გადავიდა.

მომზადებულია theguardian.com-ის მიხედვით

altFrance Football: ლეო მესი 130 მილიონით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

altაი, ასე უბერავს - არგენტინელმა ფანმა თავისი ბაბუის თავის ქალა ამოთხარა და საჩემპიონო ზეიმზე მიიტანა

altსერბი ფეხბურთელი ყოფილ მეუღლეს მაფიასთან კავშირში ადანაშაულებს და მისი შიშით სახლიდან ვერ გამოდის [PHOTO]

altპაპი ფრანცისკე ლიონელ მესიზე: თეორიულად ეს მკრეხელობაა, ამის თქმა არ შეიძლება


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული