უსეინ ბოლტი ფეხბურთს ვერ ეშვება - რეკორდსმენმა ამჯერად "პალმეირასთან" ივარჯიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: twitter.com/Palmeiras

ლეგენდარულ მძლეოსანს და ოლიმპიურ ჩემპიონ უსეინ ბოლტს ფეხბურთში ბოლო სიტყვა ჯერ არ უთქვამს.

ბოლტი ბრაზილიაში ჩავიდა და "პალმეირასთან" ერთად ივარჯიშა. ვარჯიშის შემდეგ ბოლტმა 9,58-ნომრიანი მაისური მიიღო, რომელიც 2009 წელს ბერლინში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 100-მეტრიან დისტანციაზე მის მიერ დამყარებულ მსოფლიო რეკორდს აღნიშნავს.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ბოლტმა, რომელსაც მძლეოსნობაში 8 ოლიმპიური ოქრო და მსოფლიოს ჩემპიონის 11 ტიტული აქვს მოპოვებული, კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარი შესაძლებლობები ფეხბურთშიც მოსინჯა.

მან რამდენჯერმე დორტმუნდის "ბორუსიასთან" ივარჯიშა, შემდეგ კი რამდენიმე მატჩი ავსტრალიური "სენტრალ კოსტ მერინერსის" შემადგენლობაში ჩაატარა.
მიმდინარე წლის იანვარში ბოლტმა საფეხბურთო კარიერაც დაასრულა, თუმცა ფეხბურთს მაინც ვერ ეშვება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული