გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ თქვა, რომ "ოქროს ბურთი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილე რომელიმე ფეხბურთელს უნდა გადაეცეს. დღეს არგენტინელმა განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს.
"თავის მართლება არ მიყვარს, მაგრამ როდესაც იმას მაბრალებენ, რაც არ მითქვამს, უნდა განვმარტო. გასაგები რომ იყოს, ყოველთვის ვამბობ, სანამ ლეო მესი თამაშობს, მით უმეტეს ისე, როგორც ამ სეზონში, "ოქროს ბურთს" მხოლოდ ის იმსახურებს", - დაწერა აგუერომ "ტვიტერზე".
აგუეროს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ არგენტინის ნაკრებში არ უთამაშია და კოპა ამერიკის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანეს.