იკერ კასილიასის მეუღლეს სიმსივნე აქვს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს

AutoSharing Option
"პორტუს" მეკარის, იკერ კასილიასის მეუღლემ, სარა კარბონერომ განაცხადა, რომ კიბოთია დაავადებული.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე კასილიასმა ინფარქტი გადაიტანა და ოპერაცია გაუკეთეს.

"წინა შემთხვევიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვედით და ცხოვრებამ ისევ გაგვაკვირვა. ეს ამჯერად მე მეხება. ამის დაწერა მიჭირს. რამდენიმე დღის წინ ექიმებმა დაადგინეს, რომ საკვერცხის სიმსივნე მაქვს და უკვე ოპერაცია გამიკეთეს.

ყველაფერმა კარგად ჩაიარა. საბედნიეროდ, დაავადება ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინეთ. თუმცა კიდევ რამდენიმე თვე მომიწევს მკურნალობა და გამოსაჯანმრთელებლად ბრძოლა.

მშვიდად ვარ, დარწმუნებული გახლავართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი, რთული გზის
გავლა მომიწევს, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდება. მე მხარს ოჯახი, მეგობრები და შესანიშნავი სამედიცინო პერსონალი მიჭერს", - წერს კარბონერო "ინსტაგრამზე".

სარა ცნობილი ესპანელი სპორტული ტელეწამყვანი იყო. მას და იკერს ორი შვილი ჰყავთ - 5 წლის მარტინი და 3 წლის ლუკასი.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
საცოდავი.. მხნეობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ..
0

სიახლეები პოპულარული