ვაის გავეყარე და უის შევეყარეო - ჯანი ინფანტინოც იმავეს გაჰყვირის: "დიდება რუსეთს"

AutoSharing Option
ფიფა და უეფა რომ კორუფციული ორგანიზაციებია, ამას ჩვენი დიდი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება. ძველი ჩინოვნიკებიდან ნაწილს ვირის აბანოში უკრეს თავი, ნაწილს კი საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალეს. მათ შორის, ფიფას ყოფილ პრეზიდენტს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ძველ დოსტს, იოზეფ ბლატერს, რომელიც 83 წლისაა და სიკვდილამდე არ უნდოდა თანამდებობის დატოვება.

ის მსოფლიოს ჩემპიონატების რუსეთსა და ყატარში ჩატარებისთვის ხმების მოსყიდვაში დაადანაშაულეს, თუმცა არ დააპატიმრეს, შესაძლოა, ასაკის გამო. ბლატერს 8 წლით აუკრძალეს საფეხბურთო სფეროში საქმიანობა, შემდეგ კი ეს ვადა 6 წლამდე შეუმცირეს.

მისი პოსტი კი 2016
წელს შვეიცარიელმა იურისტმა ჯანი ინფანტინომ დაიკავა, რომელმაც უმალ გამონახა საერთო ენა პუტინთან და გუშინ, 23 მაისს, კრემლში, მეგობრობის ორდენით დააჯილდოეს.

"დიდი მადლობა მათ, ვინც ოცნების ასრულებაში, მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაში დაგვეხმარა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ ინფანტინოს (ბლატერი უკვე დაავიწყდა)", - განაცხადა პუტინმა.

Football Leaks-მა გამოძიება ჩაატარა და დეტალურად გაშიფრა ინფანტინოს როლი პსჟ-სა და "მანჩესტერ სიტის" ლობირებაში, რომელთაც ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევაში ედებათ ბრალი.

ჯანის აგრეთვე ყატარის მხარდაჭერისთვისაც აკრიტიკებენ, რამეთუ ეს ქვეყანა ეკონომიკურ და დიპლომატიურ ბლოკადაში იმყოფება, ვერავინ გაიგო, როგორ მოახერხებს 2022 წელს მუნდიალის გამართვას, მით უმეტეს, ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრაფიკს გვარიანად ჩამორჩება.

ინფანტინო მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდნობის 32-დან 48-მდე გაზრდის მომხრეა და ამის აღსრულებას 2026 წელს აპირებს. ოპონენტები კი მას იმაში ადანაშაულებენ, რომ ინვესტორების ვინაობას არ ამხელს.

ყველაფერ ამას ინფანტინო უანგაროდ, ბუნებრივია, არ აკეთებს.

"დიდი მადლობა, დიდება რუსეთს", - განაცხადა ინფანტინომ კრემლში დაჯილდოებისას რუსულ ენაზე.

მოკლედ, არ გათეთრდების ყორანიო, ხომ გაგიგიათ?!.

altჯანი ინფანტინო: დიახ, სამწუხაროდ, ხალხს ფიფა ეზიზღება...

alt"პალერმოს" პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინო ხმების ყიდვაში დაადანაშაულა

altპუტინის მიერ რუსეთის ნაკრების დაჯილდოებამ გაღიზიანება გამოიწვია - ქვეყანა, სადაც საზიზღრობა ნორმაა

altდასავლეთში ვან ბასტენისა და მათეუსის პუტინთან სტუმრობით აღშფოთებულნი არიან - ისინი ფულის გამო ყველაფერს იკადრებენ

altბრიტანელებმა პუტინი ჰიტლერს შეადარეს და მუნდიალზე თავიანთი სანოვაგით ჩავლენ



მკითხველის კომენტარები / 14 /
ფაქტია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩატარდა!!!პირობები ფეხბურთელებისათვის, მსაჯებისთვის, ჟურნალისტებისათვის, სტუმრებისთვის და გულშემატკივრებისათვის ბევრად უფრო უკეთესი იყო, ვინემ წინა ჩემპიონატებში...
tngh
25 მაისი 2019 15:40
3
გულის ამრევია უკვე ეს ყველაფერი. პუტინისგან წესიერმა ადამიანმა თუ რატო არ უნდა მიღოს ჯილდო,ამის დაწერას აქ აზრი არ აქვს,მაგრამ ვინაა წესიერი..
გოგა
25 მაისი 2019 07:58
5
არ ვაფანატებ ინფანტინოზე და არც უეფას უცხადებ ნდობას (მალე ოსკარს გადაცემენ საოცარი მოხშირებული ქამბექებისთვის) მაგრამ,ფეხბურთის და პოლიტიკის ერთ ქვაბში მოთავსება არ ღირს..ისე რაც არუნდა გულზე ვსკდებოდეთ ჩემპიონატს აშკარად მომატებული აქ რუსეთში და თან ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული (არ დაგავიწყდეთ კლიმატი რუსეთის.რთული მოსავლელია). და მაინც რეალურად მინდა კითხვა დავსვა:
როგორ შეაფსებთ თურქეთი-რუსეთის მაგალითად დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობას?
მე გაგცემთ პასუხს )) ახალგაზრდა ბიჭი ვარ და უბრალოდ 5 წელია ზედიზედ ზაფხულში მშობლიურ ქალაქში ვერ მოვხვდი,მგონი მეც ალბად მეღირსება დასვენება ბათუმში))))
მე და თქვენ ჩაი მოვკრიფოდ და თხილი თურქეთში რომ,თურქეთის საკონდიტრო ეკსპოეტი რუსეთის მიმართულებით არ შეფერხდეს..(((გულში არ ჩამოიდო მალე დაბერდები დარდისგან))) აი მეგობარია ამერიკა იმენა ძმაა რა ან კოდე მდიდარი წიოწია ეჰჰ უკრაინას გადახედეთ გერმოფიცირებულ პლანტაციებს რო აშენებს წიოწია ამერიკამ დაეხმარა და ეხლა 9 წლამდე ბავშვების სტატისტიკა ესეთია მაგ დიაბეტი 12 000 ბავშვი.. მალე მოგვიტანენ ჩვენც ისეთ ნაყოფს რომელსაც ფაროსანა ვერ შეჭამს და დაიხოცება უკვლებლივ ყველა ფაროსანა:) აგრესორები ხან დროს ჩვენ უფრო ვართ სიძულვილს ვაფქვევთ და მიზეზი გვაქვს? კი ისტორია და ფაქტები თუმცა დამიჯერე მეგობარო აი ქართველი რომ ხარ ამიტო ევროპაშიც არავის არ უნდებხარ ეს დიდი პრობლემაა ვინც საზღვარგარეთ ლუკმა პურის საშოვარად ვართ წასული...
დიპლომატი და ძლიერი პიროვნება არაგვყავს და ეგაა ჩვენი პტობლემა მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე..(ომის მიზეზი კიდე სუკაშვილი ნუ დაგავიწყდება ვინ გაისროლა და ვინ დსიწყო)და კიდე ნუ მოიშლი ნერვებს დისლაიკი არ გშველა არც შენ და არც მე ჯობია ტვინი გავაჭანჭყალოდ:)))
და მაინც რუსეთი ოკუპანტია და ამაში არც არავის ვედავები!!
ჩორნა
25 მაისი 2019 06:36
5
ჩორნიკო როდის მერე დაიწყე ექსპერტობა? როგორც მახსოვს კორკოტას აქციებზე დადიხარ. ნუ ბჟუტურებ რის აზრზეც არ ხარ
ჯაბა
12 დეკემბერი 2019 23:38
0
თითონ ამბობ, პირველი გავისროლეთო. რუსეთს წინასწარ საბაბი მიეცი და მიწები ჩააბარე, რომელ ოკუპაციაზე მელაპარაკები. იქ ზემოთ, ხალხის გარეშე რაც ხდება, შენ იცი? ან მე ვიცი? საიდან მოგვაქვს, ასე დაბეჯითებით, ეს დასკვნები. დღეს, პოლიტიკას წყვეტენ, მხოლოდ თავიანთ სასიკეთოდ ე.წ. დღევანდელი "პოლიტიკოსები". ხალხმა, არც არაფერი იცის და არც არავინ, არაფერს ეკითხება. ეს პოლიტიკა მოდის ზემოდან (ალბათ გასაგებია). ხალხის გაწყვეტა, ზემოთ წყდება. აბა რას ნიშნავს, რაც მეტად არაფლის გამკეთებელი და უსაქმურია ადამიანი (მხედველობაში მაქვს, ადამიანის, უშედეგო მსახური) მას 200-ჯერ მეტი ხელფასი და დაფასება გააჩნია.
გიორგი
10 დეკემბერი 2019 23:36
0
ყველა გამოხმაურება
რუსეთის დედაც.. მაგრამ, ერთს ვიტყვი ვცხოვრობ ეთნიკურად მრავალფეროვან რაიონში, სადაც მოსახლეობის |თითქმის ნახევარი სომეხია, მათი ახალგაზრდობა რუსეთში დადის სამუშაოდ, რაიონის ცენტრში პრადოებით და ბრაბუსებით ჩამოდიან, ხოლმე, ხანდახან ჰამერიც მინახავს :) , ჩვენი ახალგაზრდები კი სამუშაოდ თუ სადმე მიდიან ეს თურქეთია, სადაც ჩაის საკრეფად თუ წავლენ :( , ანუ მე თუ მკითხავთ ამ ეტაპზე რუსულ რესურსზე უკეთესი სახმარი არაფერია მაგრამ ნაცვლად ჭკუისა აყოლილი ვართ რაღაც სხვას...
დემე
24 მაისი 2019 17:01
11
ეგ დრო დიდი ხანია წავიდა, რუსეთში შრომით და ჭკუით (მოხერხებით) რომ დიდ ფულს შოულობდი. იქაც დანაწილებულია უკვე ყველაფერი და არავინ ზედმეტს არ გაშოვინებს. ყველას უნდა რომ იაფად დაგიქირაოს. მითუმეტეს თუ შენ საქმეში ძალიან მაგარი და კავშირებიანი პროფესიონალი არ ხარ. მოსკოვსა და პეტრრბურგშიც კი ვერ იშოვი შრომით იმხელა ფულს რომ ბრაბუსი კი არა თუნდაც 10 ათასიანი მანქანა ჩამოიყვანო ერთ წელიწადში და თან იცხოვრო იქ. სხვაგან საერთოდ უჭირთ ძირითადად.
არ არის ეგრე
25 მაისი 2019 16:52
0
ბოლო 4 მსოფლიო ჩემპიონატს დავესწარი და მიუხედავად იმისა რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია უნდა ვაღიარო,რომ ყველაზე მაგარი ჩემპიონატი ჩაატარეს როგორც საფეხბურთო,ისე ორგანიზაციული თვალზაზრისით.
ზაზა
24 მაისი 2019 15:37
14
რა გაგიკვირდათ თქვე კაი ხალხო, აგერ მთელი საქართველო ერთ კაცს აქვს ნაყიდი...
a,
24 მაისი 2019 14:34
5
რუსებმა უბრალოდ ჭკუა ისწავლეს სსრკ-ს შემდეგ, ფული ყველას უყვარს, ჰოდა ქრთამავენ და ქრთამავენ ყველას და ყველაფერს, ფიფას მაღალჩინოსნის მოქრთამვა რა პრობლემაა, ასე ყიდულობენ ყველას, ვინც იყიდება. ოლიმპიადებს, მსოფლიო ჩემპიონატებს, მედლებს, ანტისადოპინგო კომისიის წევრებს, მოკლედ ყველაფერს. მამულო! ნუ გიკვირს ვაკოსნაირი ტიპების, ეგეც იმ ხალხის ნაწილია, ვინც იყიდება სამშობლოს ხარჯზე, სამწუხაროდ!
24 მაისი 2019 12:28
8
ვაკო=ს ტუ არავის არაფერში არ ვჭირდებით და არაფრის მაქნისები ვართ,მაშინ რატომ გგონია რომ რუსეტი პარტნიორად მიგიჩნევს.შენაირად მოაზროვნეები კიდევ რომ დარჩა საქაქრთველოში ,მიტომ ვართ ამ ჭაობში.ყველამ უნდა შეიგოს რომ რუსეთი მტერია! მტერი! მტერთან კი პარტნიორობა დაუშვებელია.აქ საკითხი ასე დგას-ან დაგიმონებს ან დააღწევ თავს მის კლანჭებს.
mamulo
24 მაისი 2019 11:31
19
ეს ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსეთთან მტრობა კი არა პარტნიორობა როა საჭირო და მისი გამოყენება და არა ხიჭვად გარჭობა. ვითომ რამის მაქნკსი ვიყოთ ან ვინმეს ვჭირდებოდეთ რამედ
ვაკო
24 მაისი 2019 10:46
29
და ახალი ამბავი თქვით თქვენც, უკრაინის ოკუპაციის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი მაინც ჩატარდა რუსეთში, თან ყველა ევროპელი ლიდერი იყო ჩასული, პუწინის წინ დახტოდნენ და მასხარაობდნენ, ეგენი ჩვენს გასაგონად აღშფოთდებიან, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ და რუსეთს იზოლაციაში აქცევენ))))))))))
llcl
24 მაისი 2019 08:37
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული