"იუვენტუსი" მზადაა ისკოში 60 მილიონი გადაიხადოს

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივო" იტყობინება, რომ "იუვენტუსი" "რეალის" ნახევარმცველის, ისკოს სამსახურით სერიოზულად დაინტერესდა.

გამოცემის მტკიცებით, "იუვე" მზადაა ისკოს ტრანსფერში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ამისათვის "იუვენტუსი" ესპანელს ამ დღეებში დაუკავშირდება. თავად ისკოს კი უნდოდა "რეალის" დატოვება, მაგრამ გუნდში ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ გადაიფიქრა.

გასულ სეზონში მან 37 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ისკოს "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული