ევროპა ლიგის ფინალი "ჩელსისა" და "არსენალს" შორის (4:1) ჩინებულად იყო ორგანიზებული, მაგრამ რაღაც აკლდა, საფეხბურთო გარემო არ იყო, არ ისმოდა გულშემატკივართა ყიჟინა, ოვაციები, რის გარეშეც სპორტის ნომერი პირველი სახეობა თავის პეწს კარგავს.
ბაქოს 68 700-იან სტადიონზე თამაშს 51 370 მაყურებელი დაესწრო და მრავლად იყო ცარიელი ადგილები.
BT Sport-ის კომენტატორმა, წარსულში ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყების წინ დაიჩივლა.
"ამხელა გზა ევროთასის ფინალის სანახავად გამოვიარე. ჩემს ადგილას ვზივარ და მოედანთან იმაზე სულ ცოტათი უფრო ახლოს ვარ, თამაშისთვის სახლიდან
რომ მეყურებინა", - დაწერა ლინეკერმა თავის "ტვიტერზე".
ისე, რა მაგის პასუხია და, 2015 წელს თბილისში ჩატარებულ უეფას სუპერთასზე, "ბარსელონასა" და "სევილიას" მატჩისას, სულ სხვა ატმოსფერო იყო, თითქოს ჰაერიც ფეხბურთით იყო გაჟღენთილი.