ფრანც ბეკენბაუერი: მინდა, "ბაიერნს" იურგენ კლოპი ჩაუდგეს სათავეში

AutoSharing Option
"ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ფრანც ბეკენბაუერმა განაცხადა, რომ სურს, მომავალში მათ გუნდს "ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი ჩაუდგეს სათავეში.

"არაფერი მინდა, გარდა იმისა, რომ ერთხელ "ბაიერნი" კლოპმა ჩაიბაროს. ის ამ პოსტისთვის ზედგამოჭრილია. ჩემთვის კლოპი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.

ე.წ. მენეჯერობის ფუნქციების შეთავსების გამო ინგლისში მწვრთნელის მუშაობა რთულია. ამას ბევრი თამაშიც ემატება", - ციტირებს ბეკენბაუერს Sky Sport Germany.

კლოპმა "ლივერპული" 2015 წელს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ამ სეზონში კი ეს ტურნირი მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია, კლოპს ეყოფა გამჭრიახობა და არ ჩაიგდებს თავს ბეკენბაუერის, ჰიონესის და რუმენიგეს ხელში და თავის წარმატებას საფრთხის ქვეშ არ დააყენებს. ბაიერნში გადასვლის შემთხვევაში მას თავისუფლად მუშაობის საშუალება არ მიეცემა. არც მისი ემოციური ხასიათი და სათამაშო სტილი უბიძგებს ბაიერნისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გახდება ბრეჟნევისეული მმართველობის მსხვერპლი და მოუწევს მისთვის არასასურველი ნაბიჯების გადადგმა, რაც ნამდვილად არ იქნება წარმატების მომტანი
:)))))
16:22 05-06-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული