ერთა ლიგის ნახევარფინალში პორტუგალიისა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩის 55-ე წუთზე უცნაური რამ მოხდა.
მსაჯმა ფელიქს ბრიხმა ფაბიან შერის მიერ ბერნარდუ სილვას წაქცევის გამო თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მომენტი VAR-ზე გადაამოწმა და ჰოი, საოცრებავ - შემოტრიალდა და პენალტი პორტუგალიელთა კარში დანიშნა, რომელიც რიკარდო როდრიგესმა გამოიყენა და ანგარიში 1:1 გახდა.
ბრიხმა ვიდეოგამეორებაზე აღმოაჩინა, რომ სანამ პორტუგალიელები სწრაფ კონტრიერიშს წამოიწყებდნენ, საკუთარ საჯარიმოში თავად დაარღვიეს თამაშის წესები. სავარაუდოდ, მან დაასკვნა, რომ ან პეპემ ითამაშა ხელით და ან ნელსონ სემედუმ სტივენ ცუბერი წააქცია.
თუმცა შვეიცარიას ამანაც ვერ უშველა და მაინც დამარცხდა - 1:3.