მადრიდის "რეალის" შემტევი ლუკას ვასკესი ქურდების მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS წერს.
ლუკას ვასკესის სახლი მაშინ გატეხეს, როცა ფეხბურთელი ოჯახთან ერთად ბალერიის კუნძულებზე ისვენებდა. შესაბამისად, ქურდობის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. კანონდამრღვევებმა ესპანელი ფეხბურთელის სახლიდან ძალიან ბევრი მატერიალური რამ წამიღეს და მათ შორის, ვასკესისა და მისი ოჯახის წევრების პირადი ნივთებიც.
რამდნიმე დღის წინ ისკოსა და ზინედინ ზიდანის სახლი გახდა ქურდების "საქმიანობის ობიექტი." მადრიდულმა კლუბმა ფეხბურთელებს მოუწოდა, რომ სახლის ფოტოები სოციალურ ქსელებში არ განეთავსებინათ.
ზიდანისა და ისკოს სახლები გაქურდეს, "რეალი" ფეხბურთელებს რჩევას აძლევს