15 ივნისს, პოლონეთში, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის ფინალში უკრაინის ნაკრებმა 3:1 დაამარცხა სამხრეთ კორეა.
დებიუტში პენალტით აზიელები დაწინაურდნენ, შემდეგ კიევის "დინამოს" თავდამსხმელმა ვლადიმერ სუპრიაგამ დუბლი შეასრულა, ხოლო ბოლოს მისმა თანაგუნდელმა და თანანაკრებელმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მესამე გოლი გაუტანა მეტოქეს.
18 წლის წიტაიშვილმა ტურნირზე მხოლოდ ნახევარფინალში ვერ მიიღო დისკვალიფიკციის გამო მონაწილეობა.
უკრაინა პირველად გახდა 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონი.
ლოძი. "ვიძევი". 16 344 მაყურებელი
უკრაინა - სამხრეთ კორეა 3:1
გოლები: 0:1 ლი კანგ-ინი (5, პენ), 1:1 სუპრიაგა (34), 2:1 სუპრიაგა (52), 3:1 წიტაიშვილი (89)