კოპა ამერიკა: არგენტინის ნაკრები ჯგუფიდან ძლივს გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივნისს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში არგენტინის ნაკრებმა ყატარს 2:0 მოუგო.

არგენტინამ 4 ქულით B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 28 ივნისს მეოთხედფინალში ვენესუელას შეხვდება.

უკანასკნელი ტურის წინ "ალბისელესტე" 1 ქულით ბოლო ადგილზე იყო და ჯგუფში ჩარჩენის საშიშროების წინაშე იდგა.

პორტო-ალეგრი. "გრემიო"
არგენტინა - ყატარი 2:0
გოლები: 1:0 მარტინესი (4), 2:0 აგუერო (82)

არგენტინა: არმანი, სარავია, ტალიაფიკო, ფოიტი (პაცელა 85), ოტამენდი, ლო ჩელსო (აკუნა 55), დე პაული, პარედესი, მარტინესი (დიბალა 76), აგუერო, მესი

ყატარი:
ალ შები, ალ რავი, პედრუ, ალ ჰაჯრი (აბდუსალამი 77), სალმანი, ბუდიაფი, ჰუჰი, ჰატემი, აფიფი, ალი, ჰალიდი (კორეა 85)
მკითხველის კომენტარები / 11 /
ლეო მესი! ეს სახელი და გვარი უკვე ჩაწერილია ფეხბურთის ისტორიაში როგორც საუკეთესო! ჩვენო ლეგენდავ, ფეხბურთის გენიოსო! გილოცავთ შენი ქომაგების უზარმაზარი არმია დაბადების დღეს! გისურვებთ ყველა ოცნებების ასრულებას! მადლობა ლამაზი თამაშებისათვის, რომელიც ასე მოსწონს შენს ერთგულ გულშემატკივრებს!
ნონა
10:59 24-06-2019
1
ვუსურვებ მესის სამხრეთ ამერიკის ჩემპიონობას!
მერაბი
12:40 24-06-2019
4

სიახლეები პოპულარული