კოპა ამერიკა: ბრაზილიამ ლიონელ მესი ტიტულის გარეშე დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ივლისს, კოპა ამერიკას ნახევარფინალში, რომელიც ტურნირის ნაადრევ ფინალად მართებულად მონათლეს, ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინა 2:0 დაამარცხა.

როდის, სად, რა ფორმატში, როგორ მოედანზე, როგორ ვითარებაში ტარდება მათი თამაში, ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ეს სამხრეთ ამერიკის კლასიკოა, თვით ბრაზილია - არგენტინაა.

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 106-ჯერ დაუპირისპირდნენ, 41-ჯერ სელესაომ იმარჯვა, 38-ჯერ ალბისელესტემ, 26 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

107-ე დაპირისპირებას მინას-ჟერაისის შტატის დედაქალაქმა უმასპინძლა, სადაც ღამით სტუმარ ფეხბურთელებს ფანებმა ტკბილი ძილი დაუფრთხეს, 62 170-ადგილიანი სტადიონი კი, სადაც ბრაზილიამ გერმანიასთან კატასტროფა (1:7) განიცადა,
პირთამდე გაივსო.

ბრაზილიას თუ თავიდან გოლი ვერ გააქვს, უმეტესად შემდეგ პრობლემები ეწყება და საინტერესო იყო, როგორ წარიმართებოდა შეხვედრა ამჯერად.

თავიდანვე ნათელი შეიქნა, რომ თამაში ხისტი იქნებოდა, ფეხბურთელები მჭიდროდ მეურვეობდნენ ერთმანეთს, მოედნის ყოველ მონაკვეთზე ბრძოლა მიდიოდა. ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ, პირველი მომენტი  სტუმრებმა შექმნეს - მე-16 წუთზე პარედესის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ანგარიში კი გებრიელ ჟეზუსმა დანი ალვეშის მიერ წამოწყებული ლამაზი დრიბლინგის შემდეგ გახსნა. აქედან მოყოლებული შესვენებაზე გასვლამდე ბურთს უფრო ხშირად ვერცხლისქვეყნელები აკონტროლებდნენ და აგუეროს თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

მოკლედ, თამაში სამხრეთამერიკულზე უფრო ევროპულს ჰგავდა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ყველა ბებერ კონტინენტზე ასპარეზობს და პირველი ტაიმი ტიტეს გუნდმა 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმში სტუმრები დიდი ძალებით, თუმცა ქაოტურად უტევდნენ, მესიმ ბურთი ძელს გაარტყა, თითქოს ახლოსაც იყვნენ ანგარიშის გათანაბრებასთან, მაგრამ მათი სუსტი დაცვა გაბრიელ ჟეზუსის სწრაფი კონტრიერიშისას ჩავარდა, ფირმინომ მეორედ დაამწუხრა არმანი და ყველაფერი დასრულდა.

თითქოს ბრაზილიას რაიმე განსაკუთრებული არ უჩვენებია, მაგრამ პრაგმატულად იასპარეზა, ორი ნაღდი მომენტიდან ორივე გამოიყენა და ფინალში გავიდა.

ბელუ-ორიზონტი. "მინეირაო"
ბრაზილია - არგენტინა 2:0
გოლები: 1:0 გაბრიელ ჟეზუსი (19), 2:0 ფირმინო (71)

ბრაზილია: ალისონი, დანი ალვესი, ტიაგო სილვა, ალექს სანდრო, მარკინიოსი (მირანდა 64), კოუტინიო, კაზემირო, არტური, ფირმინო, ევერტონი (ვილიანი 46), გაბრიელ ჟეზუსი (ალანი 80)

არგენტინა: არმანი, ოტამენდი, ტალიაფიკო (დიბალა 85), პაცელა, ფიოტი, პარედესი, და პაული (ლო ჩელსო 67), მესი, აგუერო, აკუნა (დი მარია 59), მარტინესი
მკითხველის კომენტარები / 46 /
სასწრაფოდ ოქროს ბურთი მესის საზიზღრად ჩატარებული კოპა ამერიკის კომპენსაციისთვის
მესისტების კატეგორიული მოთხოვნა
03 ივლისი 2019 11:22
13
ბურტი არა ის კიდევ
giorgi
03 ივლისი 2019 13:12
1
ეს შენნაირი ბოღმების და ღვარძლიანების მოთხოვნაა, ამ წუთას დაამტკიცე. 5-ი 0ქროს ბურთის მფლობელია ლეო! ეგ 6-ეე შენნაირებმა შეი...რეთ კომპენსაციის სახით, ეგება ეგ აშლილი ვნებები დაიწყნაროთ.
ვაი თქვენს პატრონს ჩასაფრებულებო!
03 ივლისი 2019 12:06
3
ყველა ქართველი მაოცებს ვინც ლიონელ მესიზე, დიახაც დიდ ფეხბურთელზე ასე ფანატიკური სიმპატიით ან ანტისიმპატიითა განწყობილი.
გიზოგ
03 ივლისი 2019 11:03
5
გიზოგ! ფანატიზმი არაფერ შუაშია უბრალოდ მესი თავისი ადამიანური ხასიათით მოგვწონს, ბრწყინვალე ფეხბურთელობაზე არაფერს არ ვიძახი!
გია
03 ივლისი 2019 12:09
4
მესი იქნებ საჩხერეს ჩიხურაში ჩამოვიდეს სათამაშოდ
..kato
03 ივლისი 2019 11:02
6
ავოე კატო! მარადონა და როლანდო მოდიან ჩიხურაში.
ბუზუზუ კატოს.
03 ივლისი 2019 13:28
1
ხელფასი შანტაჟით 40 მილიონი რომ დაანიშნინა და 10-ჯერ აღემატება სხვა ფეხბურთელების ხელფასებს 2-ჯერ უკეთესად მაინც არ უნდა ითამაშოს? შედეგები ნული უნდა ჰქონდეს? ამიტომაც აკრიტიკებს ხალხი და არა იმიტომ რომ ლეო მესი ჰქვია.
pele
03 ივლისი 2019 10:51
6
პელე, ლეომ შემოგითვალათ ნუ ატრ...ებთო.
!
03 ივლისი 2019 13:30
1
მესი არსი ერთი გუნდის და ერთი სტადიონის ფეხბურთელი. სხვა გუნდში და სხვა სტადიონზე ის ჩვეულებრივი ფეხბურთელია, რომელიც არაფრით არ გამოირჩევა სხვებისაგან.
tolika
03 ივლისი 2019 10:36
10
ვახ ტოლიკ???? ეს რა გვითხარი ბიჭოოოო! არაფრით გამოირჩევა და 5-ი ოქროს ბურთის მფლობელია არა ტოლიკ ჯან? ცოტა ტვინი მიაყოლე რას წერ.
კოკა
03 ივლისი 2019 12:14
3
გული არ გაიტეხოთ მესისტებმა მომავალ წელს არგენტინაში მოიგებს მესიკელა სანაკრებო ტიტულს.ხოლო მსოფლიოს დიდი ალბათობით ბრაზილია მოიგებს პაუზა გაუგრძელდა დიდი ხნით უფრო დაბალანსბული და კლასნი გუნდია ბრაზილია ყველა რგოლში პლიუს ნეიმარიც დამატებათ
zaza
03 ივლისი 2019 10:27
7
კიდევ დიდხანს გაუგრძელდებათ პაუზა, ევროპამ ბრაზილია უკვე გადახარშა და ბევრი პელე დასჭირდება იმისთვის რომ მსოფლიო მოიგონ. კოპა ამერიკაზე იბურთაონ, გაიხალისებენ პატარას
gio
03 ივლისი 2019 10:49
6
მარტო იმიტომაა მესი მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო რომ ის ერთადერთია ვისაც სთხოვენ მსოფლიოს ჩემპიონობა მარტომ მოუპოვოს არგენტინას. მას ის შეუძლია რაც არასდროს არავის შეეძლო. მე პირადად არცერთი მისი ტიტული არ მჭირდება იმისთვის რომ მისი სიდიადე ვაღიარო მისი თამაში ყველაფერზე მეტყველებს, ისევე როგორც რონალდინიოსი. ეს ორი არის ფეხბურთის რეკლამა, ფეხბურთისვირტუოზები. პს რონალდომ კარგად ივარჯიშოს და მწვანილები ჭამოს ბლომად.
semi
03 ივლისი 2019 10:13
17
და ქინქლაძე?
Shesti
03 ივლისი 2019 11:15
4
სანაკრებო დონეზე მესი არის 0 -ლი.. დიმარიაც მაგზე დამატებული და ამგუეროც.. ჩვენ ჩაკვეტაძემ რაგაც ერთი გაიბრწყინა და მაგზე მთელი იმედების ვამყარებთ და ეს მესი დიმარია აგუერო რას აკეთებენნ.... მესიზე როგორ უნდა ითქვას რო კარგია
სტალინი
03 ივლისი 2019 10:01
21
იოსებ ბესარიონიჩ სტალინ შენც წამოყვე თავი იმ ქვეყნიდან?! სტალინ ფეხბურთი გიყვარს? ბესარიონოვიჩ რომელი გუნდის ბალელშიკი ხარ? ალბათ პელეზე გიჟდები არა?
ფუი ეშმაკს!
03 ივლისი 2019 12:22
2
მართალი ყოფილა ხალხი რასაც ფიქრობს შენზე!
semi
03 ივლისი 2019 10:16
4
მესი რო არ იყოს, ეს ადამიანები დაიხრჩობოდნენ ალბათ საკუთარ ღვარძლში.:)
ლადო თ
03 ივლისი 2019 09:42
10
მარადონა თუ მესი.კომენტარის გარეშე.
ამაშია საქმე
03 ივლისი 2019 09:21
11
კომენტარის გარეშე, მესი!!!!!!!!!!!!
გია1
03 ივლისი 2019 12:23
4

სიახლეები პოპულარული