ჩილეს ნაკრების მეკარე გაბრიელ არიასს მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით სოციალური ქსელის საშუალებით დაემუქრნენ, რის გამოც არიასმა ინსტაგრამ გვერდიც კი წაშალა.
31 წლის მეკარემ შეურაცხყოფა და ოჯახის წევრების მოკვლის შესახებ მუქარა კოპა ამერიკას ნახევარფინალში დაშვებული შეცდომის გამო მიიღო.
პერუსთან წაგებულ შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს ბურთის ჩასაჭრელად საჯარიმო დატოვა, თუმცა ეს ვერ მოახერხა, ჩილეს ნაკრებმა გოლი გაუშვა და ანგარიში 0:2 გახდა.
საბოლოოდ პერუმ 3:0 გაიმარჯვა და უკანასკნელი 44 წლის განმავლობაში პირველად მოახერხა კოპა ამერიკას ფინალში გასვლა.
შეგახსნებთ, რომ სამხრეთ ამერიკაში