რუსეთის ნაკრების მცველი გიორგი ჯიქია მომავალი სეზონიდან მოსკოვის "სპარტაკის" კაპიტნის სამკაურს ატარებს. აღნიშნული ინფორმაცია მოსკოვური კლუბის ოფიციალური ვებ გვერდის საშუალებით გავრცელდა.
გიორგი ჯიქია, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი თქვა და რუსეთის ეროვნული გუნდის წევრია, "სპარტაკში" 2017 წლიდან თამაშობს. იქამდე ჯიქია "ლოკომოტივში", ნალჩიკის "სპარტაკში", "ხიმკისა" და "ამკარში" გამოდიოდა. 25 წლის ჯიქიას რუსეთის ნაკრებში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
მოგეხსენებათ, "სპარტაკში" ჯანო ანანიძე გამოდის. ასევე, წლევანდელი სეზონის წინ მოსკოვურმა კლუბმა ახალგაზრდა თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძეც დაიმატა.
რუსული პრესა ჯანო ანანიძის გაყიდვას წინასწარმეტყველებდა, ის კი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა
ჯანო ანანიძეს ნიკოლოზ ქუთათელაძის გამო "სპარტაკის" ხელმძღვანელობასთან ბოდიშის მოხდა მოუწია