წინასასეზონო შეკრებაზე კიევის "დინამო" ამხანაგურ მატჩში თანაქალაქელ "ობოლონ-ბროვარს" დაუზავდა (1:1) და ამ შეხვედრაში თავი "დინამოელთა" 18 წლის შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა გამოიჩინა.
"დინამოს" მწვრთნელმა ალეკსანდრ ხაცკევიჩმა ახალგაზრდული შემადგენლობა დააყენა და მე-11 წუთზე ანგარიში წიტაიშვილმა შორიდან დარტყმით გახსნა.
გიორგი ამბობს, რომ ამ სეზონში მისი მიზანი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაა.
28 ივლისს უკრაინის სუპერთასზე "დინამო" ოდესაში "შახტარს" შეხვდება, 31 ივლისს კი - ჩემპიონატის პირველ ტურში ლვოვში "კარპატის".