კიევის "დინამოსა" და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინული პასპორტის ქართულით შეცვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალ "ფუტბოლისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა. გთავაზობთ ამონარიდს:
"მოდით, ერთხელ და სამუდამოდ აგიხსნით, რადგან შეუძლიათ რაც უნდათ, ის დაწერონ და გადაწერონ. პირველ რიგში, რატომ გავხდი უკრაინელი? არავინ იცის, რომ როდესაც კიევის "დინამოში" მოვედი, არ შეიძლებოდა გუნდში უცხოელი ყოფილიყავი. საფეხბურთო სკოლაში უცხოელებს არ იღებენ.
11 წლის ვიყავი და ამიხსნეს, რომ თუ "დინამოში" მინდოდა მოხვედრა, აუცილებლად უნდა ამეღო უკრაინული პასპორტი. დედის მხრიდან
უკრაინაში ნათესავები გვყავს. იმისათვის, რათა "დინამოში" მეთამაშა, მე და დედამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვით.
პირველივე შეკრებიდან უკრაინის ნაკრებში ვიყავი. სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ვთამაშობდი.
ახლა აქტიურად მიხმობენ საქართველოს ნაკრებში. პირველ ნაკრებში. თუმცა, მე უკრაინული პასპორტი მაქვს. ასე ვთქვათ, პასპორტის გამოცვლას მთხოვენ, მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერ უკრაინელი ვარ და ახლო მომავალში პასპორტის გამოცვლა აზრადაც არ მომივა.
ჩემი სამშობლო საქართველოა! ქართული სისხლი მაქვს. თუმცა, ასევე უკრაინელად ვგრძნობ თავს. მთელი გარდამავალი და შეგნებული ასაკი კიევში გავატარე. უკრაინა ჩემთვის უკვე მშობლიური სახლია. როდესაც საქართველოში ჩავდივარ, არ ვიცი ქუჩების დასახელება და სად წავიდე, უკრაინაში კი ყველაფერი ვიცი.
ვინ ვარ წარმოშობით - მეგრელი, ოსი თუ კახელი? მეგრელი.
ნახევრად ქართველი ვარ და ნახევრად უკრაინელი. როდესაც საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებზე მისვამენ კითხვას, ჩიხში მამწყვდევენ, რადგან არ ვიცი, რა ვუპასუხო. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიღაც ნაწყენი რჩება.
ქართველები ითხოვენ, რომ მათთან ვითამაშო და რაღაცაში მართლები არიან. ტყვიის ჯერის ქვეშ ვხვდები. მე ჩემებურად ვპასუხობ, ხალხი კი თავისებურად იგებს. გავიმეორებ, ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ და უკრაინის ნაკრებში თამაშს ვაგრძელებ".
გიორგი წიტაიშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა
გიორგი წიტაიშვილი პრემიალურებზე: ზოგიერთს მუდამ სხვისი ფული აინტერესებს
football.ua: გიორგი წიტაიშვილი მშობლიური ქვეყნის - საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვაზე ოცნებობს
U20. გიორგი წიტაიშვილმა ფინალში გოლი გაიტანა - უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ნუ შეჭამთ ახლა ამ ბიჭს,მას უკრაინამ მისცა ყველაფერი და უპატივცემულობა იქნება,სადაც ხელი გამოუწოდეს ის არ დააფასოს.