ჩხუბი და 10 გოლი - "ატლეტიკომ" "რეალი" შეარცხვინა [VIDEO]

AutoSharing Option
27 ივლისს აშშ-ში მადრიდის "ატლეტიკომ" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებში თანაქალაქელი "რეალი" ანგარიშით 7:3 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ დიეგო კოშტამ შეხვედრაში პოკერი შეასრულა და ასევე წითელი ბარათიც დაიმსახურა.

კარვახალსა და კოშტას შორის მოედანზე კონფლიქტი მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად კოშტაც და კარვახალიც მოედნიდან გააძევეს.


სადებიუტო გოლი გაიტანა მადრიდის "ატლეტიკოს" ახალწვეულმა ჟოაო ფელიქსმა, რომლის ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში სიძვირით მეთხეა.

დანარჩენი ორი გოლი საკუთარ ანგარიშზე ანხელ კორეამ და ვიტოლომ ჩაიწერეს.

"რეალის" მხრიდან გოლები ნაჩო, ბენზემამ და ხავი
ერნანდეს კარერამ გაიტანეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ფუ თქვენი...ნორმალური გუნდი ვერ გაუკეთებიათ,არა და კუბომეტრებით ფულს ხარჯავენ.ამათი შემყურე ჩვენ გუნდებზე აუგი როგორღა უნდა თქვა?ტოპ მწვრთნელი,ტოპ ფეხბურთელები და ასეთი აბგარიშით აგებენ.რეალის დამლაგებელს უფრო მეტი ხელფასი ექნება ვიდრე საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებს ერთად აღებულს.ამათ ხო ჭიაბერაშვილის საბურთალო,ჩისკოს დინამო და ფრუიძის ჩიხურა ჯობიათ!
მიეცით ფრუიძეს ერთი 50 მილიონი და რეალს სადაც შეხვდება იქ მოუგებს!!! გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!!!
G.l.
12:43 27-07-2019
8
შეთამაშება უნდა ამ რეალს და დარწმუნებული ვარ რო ზიზუ შეათამაშებს ახალ ფეხბუთელებს და ისევ დაიწყებს ახალ ეპოქას.
ფენომენო
13:04 27-07-2019
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული