ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე - გარეთ ბეილი უკვე ჩინეთშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალის" შემტევი გარეთ ბეილი უკვე ჩინეთშია - სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მისი აზიურ ქვეყანაში ჩასვლის კადრებია ასახული.

"ტელეგრაფის" ჟურნალისტის მეთიუ ლის ინფორმაციით, უელსელი ფეხბურთელი ჩინური სუპერლიგის კლუბ "ჯიუნგუ სანინგში" გადავა და კვირაში ხელფასის სახით 1 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

ამით ბეილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

30 წლის მოთამაშე მადრიდის "რეალს" 2013 წელს "ტოტენჰემიდან" 101 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეურთდა, რაც იმ დროისთვის სარეკორდო თანხა იყო.

"სამეფო კლუბში" გატარებულ 6 წელიწადში გარეთ ბეილმა 102 გოლი და 65 შედეგიანი გადაცემა შეასრულა,
გარდა ამისა მის ანგარიშზე 13 მოგებული ტიტულია.

altნახეთ, როგორ ხარობდა გარეთ ბეილი, როდესაც "რეალი" აგებდა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
კიდევ ერთხელ დაკარქა ევროპამ დიდი ვარსკვლავი
ფენომენო
17:42 28-07-2019
2
6 წლის მადრიდში ყოფნის მერეც ესპანური მისთვის მაინც "ჩინური" იყო. ასე რომ არ გაუჭირდება ადაპტაცია
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული