დანიელე დე როსი: ამ ნაბიჯმა ჩემში, 36 წლის მამაკაცში, შიში გამოიწვია

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსის" ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ არგენტინულ კლუბში გადასვლის შემდეგ პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

"36 წელი ერთ ადგილას ვიცხოვრე. ოჯახთან ერთად აქ წამოსვლის მეშინოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს აუცილებელია. ამ ნაბიჯმა ჩემში, 36 წლის მამაკაცში, შიში გამოიწვია. თუმცა, რასაც აქ ვხედავ, ჩემს სწორ გადაწყვეტილებას ადასტურებს. სხვა არაფერი მინდა: აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედი.

20 წელი გიჟურ ატმოსფეროში ვიცხოვრე, სადაც ფეხბურთით არიან დაავადებულები. შემეძლო ისეთ ადგილას წავსულიყავი, სადაც უფრო მშვიდი გარემოა ან წავსულიყავი იქ, სადაც ფეხბურთზე უფრო მეტად გიჟდებიან, ვიდრე რომში. მე
მეორე ვარიანტი ავირჩიე და დარწმუნებული ვარ, ჩემი ოჯახი ამ გადაწყვეტილებით ისიამოვნებს.

ჩამოვედი ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს ყველაზე გიჟი ფანები არიან. აქ ყოფნა გვიხარია", - თქვა
დე როსიმ.

შეგახსენებთ, რომ დე როსი მთელი კარიერის განმავლობაში (2002-19) "რომაში" გამოდიოდა. 2018/19 წლების სეზონის შემდეგ დე როსის კონტრაქტი კლუბთან ამოიწურა და "რომამ" მისი გახანგრძლივება არ ისურვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული