კახა ცხადაძე: ვიღაც ტაქსისტებთან კი არ წავაგეთ

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედოს"ძლევის შემდეგ, კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ორდაბასი" სახლში ბოლესლავის "მლადასთან" 2:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. არადა, სტუმრად ჩატარებულ პირველ შეხვედრაში შიმკენტელებმა ფრეს (1:1) მიაღწიეს. ნამატჩევს კომენტარი ცხადაძემ გააკეთა.

"პირველ რიგში, ჩვენს მხარდასაჭერად მოსულ ყველა გულშემატკივარს მინდა მადლობა გადავუხადო. ძალიან გვინდოდა მათი გახარება, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ არაფრის არ უნდა გვრცხვენოდეს. "ორდაბასიმ" ევროპაში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. თუ თამაშზე ვილაპარაკებთ. რა თქმა უნდა, არგასაშვები პირველი სწრაფი გოლი გავუშვით. ამან მთელი ჩვენი გეგმები დაანგრია. ამის გამო ფეხბურთელებმა ნირვიულობა დაიწყეს.

ჩეხეთში
მიღწეულმა ფრემ დათვური სამსახური გაგვიწია. ფეხბურთელები ფიქრობდნენ, რომ მთავარი გოლის არგაშვება იყო. არ იყვნენ აგრესიულები. არადა, ვეუბნებოდით, რომ აგრესიულად უნდა ეთამაშათ და ინიციატივა არ დაეთმოთ. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ.

არ მინდა მსაჯობაზე ვილაპარაკო. თუმცა, ალბათ, ყველაფერი თავად ნახეთ. დაე, კომპეტენტურმა პირებმა მომენტები გაარჩიონ. ალბათ, ვერ ხვდებით, რაზე ვლაპარაკობ. ამ თემაზე ჩემი საუბარი არ შეიძლება. ასე რომ, ამ თემას არ შევეხებით.

2 გოლი გავუშვით, ანგარიშის შემცირება შევძელით და კიდევ ბევრი მომენტი შევქმენით. შემდეგ გადაწყობა მოგვიწია. ვთვლი, რომ ურიგოდ არ გამოგვივიდა. ბევრჯერ დავარტყით კარისკენ ბურთი, მაგრამ ნერვიულობის გამო გატანა ვერ შევძელით. ფეხბურთელები ჩქარობდნენ, ხოლო როდესაც ადამინები ჩქარობენ, კონცენტრაცია ერღვევათ.

მადლობა ბიჭებს კარგად გაწეული სამუშაოსთვის. ჩვენ ვიღაც ტაქსისტებთან კი არ წავაგეთ. "მლადა" მაღალ დონეზე მოთამაშე კარგი გუნდია.

ამ სეზონში ჩვენ ძალიან კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი შევქმენით. ჩემპიონატზე მაღალი ადგილის დასაკავებლად ვიბრძოლებთ. ყველაზე მთავარი გულშემატკივართა მხარდაჭერაა. ფეხბურთი მხოლოდ გამარჯვება როდია. გასაგებია, დამარცხება არავის არ უნდა, მაგრამ ასეთ რთულ მომენტებში ფეხბურთელთა მხარდაჭერაა საჭირო, რათა ჩემპიონატზე კვლავ კარგად იასპარეზონ", - ციტირებს ცხადაძეს vesti.kz.
მკითხველის კომენტარები / 25 /
კუტაისი რომ დაისშალა გაგიმარტლა ტორემ ვინ გადავიდოდა მეორე ტურსი ნახავდი , ამას გუნდი გონია ორდაბასი ... ტან მაურინიოსავიტ ყველა ცაგებას მსაჯს აბრალებს .
Kote
19:12 02-08-2019
4
„ვიღაც ტაქსისტები" რა გამოთქმაა?
ანტონი
20:15 02-08-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული