მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი გარემარბი, ჰოლანდიელი არიენ რობენი, რომელმაც გასული სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულა, ამბობს, რომ გარკვეული დროით ფეხბურთიდან ჩამოშორებას აპირებს.
"ნახევარი, არა 1 წელი მინდა, რომ ფეხბურთთან შეხება არ მქონდეს, მერე შეიძლება. დროის უმეტესი ნაწილის ოჯახთან ერთად გატარება მსურს. ვფიქრობ, ეს ნორმალური სურვილია, რადგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე და მხოლოდ სპორტით ვცხოვრობდი", - განუცხადა გერმანულ Sport1-ს 35 წლის ჰოლანდიელმა.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში არიენ რობენი "ბაიერნში" თამაშობდა, იქამდე კი მადრიდის "რეალი" იყო. მანამდე რობენი "ჩელსიში", "პსვ ეინდოვენსა"
და "გრონინგენში" თამაშობდა. ეროვნულ ნაკრებში რობენს 96 მატჩი აქვს ჩატარებული.