გიორგი წიტაიშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის 719 დოლარი გადაუხადეს

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, თუ რამდენი გადაუხადეს უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის.

ამის შესახებ "დესნას" მცველმა ეფიმ კონოპლიამ YouTube-ის არხზე, გადაცემა "Профутбол"-ში ისაუბრა:

"პოლონეთთან ნამატჩევს ისევ დაგვპირდნენ, გვითხრეს, რომ არ გვაწყენინებდნენ. როგორც მივხვდი, სახელმწიფოსგან სამინისტროდან გადაგვიხადეს. თითოეულს 18 ათასი გრივნა (დაახლოებით 719 აშშ დოლარი) მოგვცეს".

პოლონეთში ჩატარებული მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში უკრაინის ნაკრებმა 3:1 დაამარცხა სამხრეთი კორეა და ამ შეხვედრაში ბრწყინვალე გოლი გაიტანა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა.

altU20. გიორგი წიტაიშვილმა ფინალში გოლი გაიტანა - უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

altგიორგი წიტაიშვილი: ჩემთვის

უკრაინის განდიდება დიდი პატივია - მხოლოდ კიევის "დინამოზე" ვფიქრობ

altგიორგი წიტაიშვილი პრემიალურებზე: ზოგიერთს მუდამ სხვისი ფული აინტერესებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
სად გაქრა ეს ბავშვი ტრანვა აქვს თუ დააქვეითეს მეორე გუნდში?
va-le
12:10 27-08-2019
0

სიახლეები პოპულარული