კრიშტიანო რონალდოს სიტყვა, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 29 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის დროს უეფამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები დაასახელა, თუმცა დღის მთავარი მოვლენა კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის გვერდიგვერდ ჯდომა, საუბარი და რონალდოს სიტყვა იყო, რომელიც საფეხბურთო და ზოგადად, სპორტის ისტორიას აუცილებლად დარჩება.

საღამოს წამყვანმა მესისა და რონალდოს მიმართა: "კარგა ხანია ერთად არ გვინახიხართ და შევამჩნიეთ, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობდით, გენატრებათ ერთმანეთი?"

ლიონელ მესი: "დიახ. ძალიან კარგი დრო იყო, როცა კრიშტიანო ლა ლიგაში თამაშობდა, განსაკუთრებით, იმიტომ, რომ "რეალის" ფეხბურთელი იყო. თუმცა ახლა სხვა დიდებულ კლუბშია და
ესპანეთიდან ვადევნებთ თვალს მის თამაშს".

კრიშტიანო რონალდო: "ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი [ერთმანეთში საუბრისას], რადგან მე და ლეო ამ სცენას 15 წელია ვიყოფთ. არ ვიცი, მსგავსი რამ ფეხბურთში ოდესმე თუ მოხდება, რომ ორი ფეხბურთელი ერთსა და იმავე სცენაზე ამდენი ხნის განმავლობაში ერთად იყოს.

მინდა გითხრათ, რომ ეს ადვილი ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ გვისადილია. თუმცა, იმედი მაქვს, მომავალში ეს მოხდება.

რა თქმა უნდა, ძალიან მენატრება ესპანეთში თამაში. ჩვენ ბოლო 15 წლის განმავლობაში დიდი დაპირისპირება გვქონდა. ის მე მაძლიერებდა და მე - მას და ძალიან კარგია, რომ მე და ლეო საფეხბურთო ისტორიის ნაწილი ვართ".

რონალდოსა და მესის დაჯილდოებაზე ყოფნამ ის ფაქტიც კი დაჩრდილა, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ვირჯილ ვან დეიკი გახდა და დიდი ალბათობით, "ოქროს ბურთსაც" ჰოლანდიელი მცველი მოიგებს.

altმესისა და რონალდოს ჰეგემონია დასრულდა? - უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 14 /
Mesis rogoor axatiia inglisuri Exla
MU
21 სექტემბერი 2019 07:58
0
მე არანორმალურად მიმაჩნია მსოფლიო მნიშვნელობის პერსონა,რომ მსოფლიოს სალაპარაკო ენაზე ვერ ლაპარაკობს.ეს მის გონებრივი განვითარების დაბალ დონეზე მეტყველებს.ხოლო როგორც ფეხბურთელი ძალიან მაგარია,მხოლოდ ვარსკვლავებით გადატენილ ბარსაში.
ჩემი აზრით
01 სექტემბერი 2019 11:11
4
ჰეი შენ - ჯერ ფეხბურთელი თავის "გადატენილ ვარსკვლავებით" გუნდში უნდა ვარგობდეს რა არ გაგიგია? მერე 5-უთჯერ ოქროს ბურთს, რომ მიიღებს ფეხბურთელი, ამ შემთხვევაში ლეო მესი ეს არაფერზე მეტყველებს? ცოტა ტვინი გაანძრიე ჯობია.
პარანოიკას
01 სექტემბერი 2019 13:33
0
კი მაგრამ მესიმ ინგლისური ვერ ისწავლა?სირცხვილი არ არის 21 საუკუნეში ამ დონის პერსონა ინგლისურად რომ ვერ ლაპარაკობს.
ამაშია საქმე
31 აგვისტო 2019 12:29
7
ეგარის მარკეტინგი რაც ამას არ გააჩნია
gio
04 სექტემბერი 2019 12:26
0
რაც უნდა ესწავლა იმაში ყველადროში რამოდენიმე კაცი თAგაუტოლდება.ინგლისურს მაგას მეთოქის მეკარეები თუ ასწავლიდნენ მაგათ წინ გაატარა მთEლი კარიერა და რას მოასწრებდა სხვაგან:)
mosexoneli
02 სექტემბერი 2019 09:41
0
ყველა გამოხმაურება
ფეხბურთის ვირტუოზები! მესის და როლანდოს რაში ჭირდებათ პრიზები, თვითონ არიან ფეხბურთის პრიზებიც და ჯილდოებიც გულშემატკივრებისთვის!
merabi
30 აგვისტო 2019 19:36
0
ამათ სულ, რომ არ მისცენ საუკეთესოს პრიზი, ყველამ ხომ ისედაც ვიცით, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან! რაც შეეხება ახლად გამომცხვარ ფეხბურთელს ვან დეიკს შეირგოს ეგ "მოდრიჩის" ჯილდო.
კახა
30 აგვისტო 2019 17:27
7
საისტორიო და ისტორიული არაფერი უთქვამს, ჩვეულებრივი შოუა, რომელსაც თავად ამ ფეხბურთელებზე არანაკლებ ნიჭიერი რეჟისორები დგამენ....
მ. ტ.
30 აგვისტო 2019 17:05
4
ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში ჭორიკანა ჟურნალისტებს--ვერ იტანენ ერთმანეთს,ეზიზიღებათ ერთმანეთი და ა.შ.ორივე დადებითი პიროვნებაა და კაიფობენ ერთმანეთან შეჯიბრში.სხვა დონეა და სხვა მენტალიტეტი.წარმატებები ორივეს.რაც შეეხება ჯილდოს,მე მგონი მაგანაც იცის,რომ მაგათზე მაგარი არ არის.უბრალოდ ვიღაც ახალისთვის ხომ უნდა მიეცათ
კახა ქ.
30 აგვისტო 2019 15:24
2
ორივე უძლირესი ფეხბურთელი და დადებითი პიროვნებები არიან და ერთმანეთთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ.ამათი ფანები კი ნაც-ქოცებივით არიან ერთმანეთზე გადაკ8დებული:)
გია
30 აგვისტო 2019 14:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული