უელსმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეს, ბელორუსს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საკუთარ მოედანზე უელსის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბელორუსს 1:0 სძლია.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი გოლით იმარჯვეს, რომელიც "მანჩესტერის" ნახევარმცველმა დანიელ ჯეიმსმა გაიტანა. 21 წლის ჯეიმსმა კლუბსა და ეროვნულ გუნდში ბოლო 6 შეხვედრაში 4-ჯერ დაამწუხრა მეტოქეეები.

ბელორუსი ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქეა, მაგრამ თუ კოსოვომ პირდაპირ მოიპოვა ევროპირველობის საგზური, მაშინ ჩვენს გუნდს ლუქსემბურგი შეხვდება.

კარდიფი. "სიტი"
უელსი - ბელორუსი 1:0
გოლი: ჯეიმსი (17)

უელსი: უორდი, რობერტსი, მეფამი (ლოკერი 77), როდონი, ბ. დევისი (განტერი 91+1), მორელი, ალენი, ჯეიმსი
(ბეილი 50), უილსონი (ვოლკსი 89), უილიამსი, მური (ვოუკსი 75)

ბელორუსი: პლოტნიკოვი, ზოლოტოვი, პოლიტევიჩი, ვოლკოვი, პოლიაკოვი (ებონგი 46), იაბლონსკი (მაევსკი 46), ბაგა (დრაგუნი 71), სკავიში (პეჩენინი 77), სიგნევიჩი (სტასევიჩი 70), ბაჰარი (კლიმოვიჩი 85)

altბელარუსის ნარების მწვრთნელი: საქართველოსთვის ვემზადებით, ამოცანა ევრო 2020-ზე გასვლაა
მკითხველის კომენტარები / 5 /
და ევროპაზე ლუქსემბურგივით გაგვაფარჩაკონ, ეგ გინდათ?
დაატიეთ რა!
ხომ ხედავთ საჩვენო არაა ფეხბურთი, ხოკეი რომ იყოს კიდე ხო........
კ ო მ ბ ლ ე
12:36 10-09-2019
13
სოსო აბსოლიტურად მართალია. ეხლა მგონი ის დროა კოსოვოს ვუგულშემატკივროთ ქართველებმა რომ პირდაპირ ჯგუფიდან გავიდეს ევროზე, რადგან მერე ლუქსემბურგს მივიღებთ თბილისში რაც დიდი ალბათობით იმას ნიშნავს რომ ფინალში გავალთ და ევროპირველობაზე მოსახვედრად რეალურად ერთი სერიოზული მეტოქის ძლევაღა დაგვჭირდება. ნუ ეხლა ლუქსემბურგიც თუ ვერ დავამარცხეთ საკუთარ კედლებში მაშინ მართლა არაფერი გვესაქმება ევროპაზე.
ირაკლი
11:22 10-09-2019
1

სიახლეები პოპულარული