მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ბრიტანულ გამოცემა the sun-თან ინტერვიუში თავის ბავშვობაზე ისაუბრა და გაიხსენა "მაკდონალდსის" თანამშრომელი ქალი და გოგონები, რომლებიც კრიშტიანოსა და მის თანაგუნდელებს "მაკდონალდსის" ბურგერებს უფასოდ აძლევდნენ.
"როცა 11-12 წლის ვიყავი, ჩვენს ოჯახს ძალიან უჭირდა. მე "სპორტინგის" სხვა აღსაზრდელებთან ერთად ვცხოვრობდი და ოჯახს 3 თვეში ერთხელ ვნახულობდი. ეს ძალიან რთული იყო.
საღამოს, 22:30-ისა თუ 23:00-ის შემდეგ ძალიან გვშივდებოდა, ახლოში კი "მაკდონალდსის" რესტორანი იყო. ჩვენ ვაკაკუნებდით კარებზე და ვეუბნებოდით: "გამარჯობა. ჩვენთვის რაიმე ბურგერი ხომ არ გაქვთ?" იქ ყოველთვის იყო
ქალი, სახელად ედნა და ორი გოგონა.
მას შემდეგ ისინი აღარ მინახავს. თუმცა ვეძებდი, პორტუგალიაში ვეკითხებოდი ხალხს, თუმცა ის "მაკდონალდსი" დაიხურა. ბედნიერი ვიქნები, თუ მათ ამ ინტერვიუს დახმარებით ვიპოვი. მინდა ტურინში ან ლისაბონში დავპატიჟო და მათთან ერთად ვისადილო. მსურს, ნაწილობრივ მაინც დავუბრუნო ის სიკეთე, რაც ჩემთვის გააკეთეს", - განაცხადა 34 წლის კრიშტიანო რონალდომ.