რონალდომ მესი და ვან დეიკი საუკეთესო სამეულში არ დაასახელა

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა რონალდომ და პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა "ბარსელონას" ფორვარდი ლეო მესი და "ლივერპულის" მცველი ვირჯილ ვან დეიკი ფიფას გამოკითხვაში საუკეთესო სამეულში არ დაასახელეს.

რონალდოს რჩეულები: მატიას დე ლიხტი, ფრენკი დე იონგი, კილიან მბაპე

სანტუშის რჩეულები: რონალდო, ფრენკი დე იონგი, მატიას ლიხტი

მესის რჩეულები: სადიო მანე, რონალდო, ფრენკი დე იონგი

ვან დეიკის რჩეულები: ლეო მესი, მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე

რონალდომ "ინსტაგრამზე" შემდეგი დაწერა: "მოთმინება და შეუპოვრობა - ეს ორი თვისება განასხვავებს პროფესიონალს მოყვარულისგან. ყველაფერს, რასაც დღეს დიადს ვუწოდებთ, მცირედიდან
დაიწყო.

თქვენ ყველაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ, მაგრამ ოცნებების ასახდენად შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი. გახსოვდეთ, ღამეს ყოველთვის განთიადი მოსდევს".

მკითხველის კომენტარები / 9 /
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ადამიანი აღფრთოვანებაში მოჰყავს ფეხბურთელ-რონალდოს, ის მუდამ რჩება პატარა კაცად... პირველად არ ხდება როცა ცერემონიას არ ესწრება, სადაც არ აჯილდოვებენ, მესი, არც მას და არც პორტუგალიის მწრთვნელს შეჰყავს ხოლმე საუკეთესო სამეულში.... პატარა სულით...
გიორგი
08:22 24-09-2019
4
მესი მეფეა და დათოსნაირები კომენტარი რო დატოვა გასკდით შუაზე!
barsa
17:12 24-09-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული