როგორც ლიეტუვის საზოგადოერივი მაუწყებელი იტყობინება, ამავე ქვეყნის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი არტურას რიმკევიჩუსი გარდაცვლილი იპოვეს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, რიმკევიჩუსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. ყოფილ ფეხბურთელს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი გოგონა დარჩა.
ეროვნული ნაკრების რიგებში ფეხბურთელმა 7 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, ხოლო ლიეტუვის უმაღლეს ჩემპიონატში კი 205 შეხვედრაში თავი 117-ჯერ გამოიჩინა.