ნეიმარი და მისი გარემოცვა - რატომ უხდის ბრაზილიელი მეგობრებს ხელფასს, 15 ათას ევროს

AutoSharing Option
პრესაში ნეიმარზე წერისას ხშირად ახსენებ "ნეიმარის გარემოცვას". ხშირ შემთხვევაში ამ სიტყვებში მამა ისი იგულისხმება, მაგრამ უცხოური მედიის ცნობით, სიტუაცია უფრო რთულად ყოფილა.

ფეხბურთელს უამრავი მეგობარი ჰყავს, რომლებიც ფაქტობრივად, მასზე მუშაობენ და ამაში ხელფასსაც იღებენ.

თითოეულ ვარსკვლავს საკუთარი მარკეტინგული სახე აქვს, რომელსაც პერსონალური ბრენდი ამოძრავებს და ამისგან მოგებას იღებს.

კრიშტიანო რონალდოს სამეულში მესი რომ დაესახელებინა, ეს მისი შექმნილი იერსახისგან გადახვევა იქნებოდა, რაც დაუშვებელია. მსგავსი სიტუაციაა ნეიმართან დაკავშირებითაც.

ბრაზილიელი მხიარულებას ყიდის. მუდმივი წვეულებები სახლში, კლუბსა თუ გემზე - უკვე დიდი ხანია ბრაზილიელის
სამუშაოდ იქცა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე პსჟ-ში თამაში. ამიტომ წვეულებების ხარისხზე ვინმემ უნდა აგოს პასუხი.

ფეხბურთელი თავის მეგობრებს ხელფასის სახით თვეში 15 ათას ევროს უხდის, რომ ეს სამუშაო ხარისხიანად შეასრულონ.

Sportall.Ge

მის ჯგუფში 10-მდე მეგობარია, რომელსაც Parcas-ს ეძახიან, რაც "პარტნიორებს" ნიშნავს. თუმცა მათ შორის არის ტრიო, რომელსაც ნეიმარი ყველაზე მეტად ენდობა.

თითოეულს, რა თქმა უნდა, თავისი "სპეციალობა" აქვს:

ჟილ სებოლა - ფეხბურთელის პერსონალური ფოტოგრაფი. ის პასუხისმგებელია, რომ ნეიმარი ყოველთვის კარგად გამოდიოდეს ფოტოებზე, ხოლო ბრაზილიელის ვიდეო და სტრიმები უმაღლეს დონეზე იყოს გაშვებული. სებოლას "ინსტაგრამი" ნახევარ მილიონ ადამიანი ჰყავს გამოწერილი, სადაც ფოტოების ნახევარი ნეიმართან ერთად აქვს.

ამანსიო - ბრაზილიელის "ძმა" და ბავშვობის მეგობარი. თუ ნეიმარს დავუჯერებთ, მათ ერთმანეთი 13 წლის ასაკში გაიცნეს, ერთ სახლში ცხოვრობდნენ, ერთად სწავლობდნენ და "სანტოსის" ახალგაზრდულში თამაშობდნენ. შესაძლოა, ეს გამოგონილი ამბავია, მაგრამ ნამდვილად ლამაზად ჟღერს.

ენრიკე - კოლექტივის ტვინია. მის ვალდებულებებში ფეხბურთელის კომერციული და საქმიანი საკითხების კონტროლი შედის. ნეიმარი ენრიკესთან ერთად მნიშვნელოვან საკითხებზე თათბირობს, როგორებიცაა სპონსორული კონტრაქტები, ახალი მანქანისა თუ აგარაკის ყიდვა.

რაც შეეხება აგარაკებს, ნეიმარის ყველა მეგობარი მასთან ერთად მდიდრულ სახლში ცხოვრობს, რომელიც მდიდრულ ქალაქ ბუჟივალში მდებარეობს (პარიზიდან 15 კილომეტრში). სწორედ აქ მიმდინარეობს რეგულარული წვეულებები, რომელთა ორგანიზება, რა თქმა უნდა, Parcas-ის საქმეა.

მხოლოდ სასმლისა და მესიჯების დაგზავნა არ კმარა. მოსაწვევებს მხოლოდ რჩეულები იღებენ და თითოეული კანდიდატურა დიდი ხანი განიხილება. ამასთან ერთად, წვეულება სწორი კუთხით უნდა გაშუქდეს და "სპონტანური" ტრანსლაციებიც კი "ინსტაგრამზე" იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს. ეს ყველაფერი კი მაქსიმალურად ბუნებრივად უნდა ჩანდეს.

რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც ასეთი ცხოვრების წესს არასწორად თვლიან, ხოლო Parcas-ს ნეიმარის ტვირთად მიიჩნევენ, რომლებიც მას მოედანზე ახალი მწვერვალების დაპყრობას უშლიან ხელს. თუმცა ბრაზილიელი არ აპირებს, მეგობრებს დაშორდეს და ასეთი ცხოვრების წესიც აკმაყოფილებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ შეიძლება ერთდროულად ორ კერპს ემსახურო,ერთ ერთი უნდა აირჩიო.ან მამონა,ამ სპორტი.ეს ფიზიკოს პეტრე კაპიცას დებულების პერიფრაზია.ის მეცნიერებასა და მამონას მონობაზე საუბრობს.ამიტომაც მგონია,რომ ნეიმარი ვერასოდეს გახდება რონალდუსა და მესის მასშტაბის სპორტსმენი.არა და შეეძლო.მამონას მონობა,ამქვეყნიურ სიამეთათვის გამოდევნებას გულისხმობს.
სოსო
09:26 27-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული