BBC-ის ცნობით, "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელის სამუელ ეტო'ოს შვილი ეტიენ ეტო'ო კამერუნის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდება.
ეტიენი "მალიორკაში" ასპარეზობს, კამერუნის ნაკრებში ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სამუნდიალო განაცხადში არ შეიყვანეს.
საქმე ისაა, რომ კამერუნის პრეზიდენტმა პოლ ბიიამ 2014 წელს კანონი გამოსცა, რომლის მიხედვით 17-წლამდელთა ნაკრებში ლეგიონერებს თამაშის უფლება არა აქვთ.
17-წლამდელთა მწვრთნელმა ტომა ლიბიმ ამ საკითხზე დახმარება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას სთხოვა, მაგრამ უარი უთხრეს.