
MLS-ის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში "ლოს ანჟელესთან" განცდილი მარცხის შემდეგ "ლოს ანჟელეს გალაქსის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"არ ვიცი, რა იქნება მომავალში. თუ დავრჩები, ეს MLS-სთვის კარგი იქნება, რადგან მთელი სამყარო გააგრძელებს ამ ლიგისთვის თვალის მიდევნებას. თუ წავალ, არავის არ გაახსენდება, რა არის თქვენი MLS", - განაცხადა "თავმდაბალმა" შვედმა.
ზლატანმა MLS-ის წლევანდელ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. მისი გადაბირებით "ნაპოლი" არის დაინტერესებული და უარზე არც თავად შვედი ფორვარდია.