ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო 2019 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდება, - იტყობინება იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი.
წყაროს ცნობით, ტურინში გამოცემა France Football-ის წარმომადგენლები შენიშნეს, რომლებიც ყოველწლიურ ჯილდოს გადასცემენ.
ფრანგული გამოცემის დელეგაციამ პორტუგალიელთან და კლუბის სპორტულ დირექტორთან, ფაბიო პარატიჩისთან ისადილა.
შესაძლოა, მათ ინტერვიუც კი ჩაწერეს, რომელიც მისი გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ გამოცხადდება.
"ოქროს ბურთის" მფლობელის ვინაობა პარიზში 2 დეკემბერს გაიმართება.
აღნიშნული ჯილდო 1956 წლის შემდეგ წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. პირველად ეს ჯილდო ინგლისელმა სტენლი მეთიუზმა მიიღო.
34
წლის კრიშტიანო რონალდომ გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატი მოიგო და ასევე, ერთა ლიგა მოიგო პორტუგალიასთან ერთად.