ეკვადორელი ფეხბურთელი: პუტინის წყალობით რუსეთში ხალხი კარგად ცხოვრობს და ბედნიერია

AutoSharing Option
"სოჭის" ეკვადორელმა ნახევარმცველმა კრისტიან ნობოამ, რომელიც აქამდე "რუბინში", "როსტოვში", მოსკოვის "დინამოში", "ზენიტში" თამაშობდა, ადგილობრივ გამოცემა championat-თან საუბარში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ისაუბრა.

"პრეზიდენტი შესანიშნავ საქმეებს აკეთებს. ამიტომაც რუსეთში ხალხი კარგად ცხოვრობს და ბედნიერია. ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით მართალი ვარ, თუმცა ვხედავ ახალგაზრდებს პუტინის სახეებით მაისურებზე. ისინი პრეზიდენტს პატივს სცემენ. რუსი რომ ვიყო, რუსეთში რაც ხდება, ყველაფერს მხარს დავუჭერდი.

საგარეო პოლიტიკა? მე სოჭში ვცხოვრობ და ეგ ყველაფერი ჩემგან შორსაა. სხვაგან კი, ადამიანები თავად გადაწყვეტენ, რა არის კარგი და რა ცუდი", -
განაცხადა ნობოამ.

მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ იმედია, რუსეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები ეკვადორელი ლეგიონერის მსგავსად არ ფიქრობენ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რატომ წაიღეთ, ტვინი ამ რეკლამებით?რა უბედურებაა ეს ყოველ წამს რეკლამის ყურება? პატივისცემა იქონიეთ ამ საიტის მომხმარებლების.ნუ იქცევით ასე უნამუსოდ.
დათო
13:57 18-11-2019
1
რატო არ აქვეყნებთ ცუდი რა დავწერე სოჭი ქართული მიწაა
ირაკლი
13:52 18-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული