ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა გამოთქვა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეჯგუფის წევრები ევრო 2020-სთვის უკვე ცნობილია.
ბელგიის ნაკრები შესარჩევ ეტაპზე რუსეთის ნაკრებთან ერთად იყო და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ფინალურ ეტაპზე ქვეჯგუფში ისევ რუსეთის ნაკრები ეყოლება. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გარდა, ბელგიას ჯგუფში დანია ეყოლება, კიდევ - ან უელსი, ან ფინეთი.
"ეს სირცხვილია. ყველაფერი უკვე გარკვეულია. ჩემთვის ეს ტურნირის დამახინჯებაა. ფეხბურთი უფრო და უფრო ემსგავსება ბიზნესს", - აღნიშნა "მანჩესტერ სიტის" შემტევმა.
მომზადებულია Het Laatste Nieuws-ის მიხედვით