იბრაჰიმოვიჩი შვედურ კლუბში ითამაშებს? - ზლატანმა დამაინტრიგებელი ვიდეო დადო

AutoSharing Option
AUTO PLAY
თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ინსტაგრამში" ვიდეო განათავსა, სადაც მისი გვარი შვედური გუნდის, სტოკჰოლმის "ჰამარბიუს" მაისურზე წერია.

იბრაჰიმოვიჩის გამომწერები ვერ იჯერებენ, რომ 38 წლის ფეხბურთელი შვედურ გუნდში ითამაშებს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს იბრაჰიმოვიჩი "მილანში" გადავა, სადაც "როსონერი" 18-თვიან კონტრაქტს ერთი წლის გახანგრძლივებით შესთავაზებს. ხოლო შვედი 1.5 წელიწადში 6 მლნ ევროს გამოიმუშავებს, თუ კონტრაქტს დათანხმდება.

გასული სეზონი იბრაჰიმოვიჩმა MLS-ში გაატარა, სადაც "ლოს ანჯელეს გელაქსის" ღირსებას იცავდა. 31 მატჩში მან 31 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული