Twitter Kosovan Football-ის ცნობით, 20 წლის კოსოვოელი ნახევარმცველი ედონ ჟეგროვა "ბაზელს" ევროპა ლიგის მატჩში "კრასნოდართან" ვერ დაეხმარება, რადგან რუსეთში შესვლის ნება არ დართეს.
მიმდინარე სეზონში ჟეგროვამ 10 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, ნაკრებში კი 10 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
რუსეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს. 2008 წელს რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას და კოსოვოს დამოუკიდებლობა საერთაშორისო სამართლის ნორმების და გაეროს პრინციპების დარღვევაა.