ვირჯილ ვან დეიკმა ახსნა, თუ რა კონტექსტში გამოთქვა ფრაზა რონალდოს მისამართით

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საშუალებით უპასუხა ცნობილ ჟურნალისტ პირს მორგანს, რომელიც ნიდერლანდელი ფეხბურთელის კრიშტიანო რონალდოს შესახებ გამოთქმულ ირონიულ ფრაზას (რომ განა პორტუგალიელი "ოქროს ბურთისვის" შეჯიბრში მისი კონკურენტია) გამოეხმაურა.

პირს მორგანმა ვან დეიკის ფრაზა გააზიარა და დააწერა: "არა, კრიშტიანო შენზე გაცილებით დიდებული ფეხბურთელია. შენ მის ლიგაში არ ხარ."

გარკვეული დროის შემდეგ ვან დეიკმა უპასუხა ჟურნალისტს: "გამარჯობა პირს. სოციალურ ქსელებში ატეხილ დიდ ხმაურს თუ არ აყვები და ჩემს ინტერვიუს თავიდან ბოლომდე ნახავ, მიხვდები, რომ ვიხუმრე ორივე მათგანს (მესისა
და რონალდოს) დიდ პატივს ვცემ."

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
Aმ Sir Pირს მორგანს ვინ ეკითხება ვაბშე ფეხბურთზე
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული