რონალდოს დამ ვან დეიკს უპასუხა - საყვარელო ვირჯილ, კრიშიტანომ ყველაზე ცუდ სეზონში იმაზე მეტი ტიტული მოიგო, ვიდრე შენ კარიერაში...

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს დამ, კატია ავეირომ პასუხი გასცა ნიდერლანდების ნაკრებისა და "ლივერპულის" მცველი ვირჯილ ვან დეიკის ფრაზას პორტუგალიელის შესახებ.

"საყვარელო ვირჯილ, სადაც ახლა შენ ხარ, ეგ გზა კრიშტიანომ ათასჯერ გაიარა.

შენ იცი, საყვარელო ვირჯილ, რომ კრიშტიანომ ინგლისის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო. ეს სწორედ ის შეჯიბრია, სადაც შენ 4 წელია თამაშობ და ჯერ ტიტული არ გაქვს. სხვათა შორის, კრიშტიანო საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელიც გახდა მაგ ქვეყანაში. ცნობისთვის, მაშინ ის შენზე ახალგაზრდა იყო.

კიდევ, საყვარლო ვირჯილ, კრიშტიანო რონალდო სხვა ქვეყნებში წავიდა და უდიდესი კლუბის
საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. სახელი - მადრიდის "რეალი" რამეს ხომ არ გეუბნება ვირჯილ? შეიძლება კი, რადგან ეს სწორედ ის კლუბია, რომელთან ერთადაც კრიშტიანომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაგამარცხა. სხვათა შორის, ეს ტიტული რონალდოს უკვე 5-ჯერ აქვს მოგებული.

ასევე, რონალდომ და მისმა თანაგუნდელებმა "კუთხეებით" მკერდდამშვენებულებმა გახლიჩეს შენი "ფორთოხალი" ფინალში. რთული იყო ამის გადატანა ვირჯილ? თანაგიგრძნობთ.

და კიდევ, საყვარელო ვირჯილ, კარიერის ყველაზე წარუმატებელ პერიოდშიც კი, კრიშტიანო რონალდომ შენზე მეტი ტიტული მოიგო ვიდრე შენ კარიერაში გაქვს. დიდებულია, არა?

აწე კი ვირჯილ, მოიგე მნიშვნელოვანი ტიტულები და შემდეგ ვილაპარაკოთ. როცა მათ დაისაკუთრებ, ყველაზე მნიშვნელოვან პრიზებს, ამის შემდეგ გექნება უფლება მიუჯდე კრიშტიანოს მაგიდასთან.

შენ კი, კრიშტიანო ხარ და მუდამ იქნები მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.

და ვისაც ეს არ მოსწონს, არ მიაბას თეფშს ბორბალი! ასე ვამბობთ ჩვენს პატარა მხარეში, იქ საიადანც საუკეთესო ფეხბურთელი მოდის!"- დაწერა ფეხბურთელის დამ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ისე სიმართლე კი უთხრა ვან დაიკს გარდა ერთისა, მსოპლიოს საუკეთესო ვინ არის ეგ არ ცოდნია ამ გოგოს.დ.დ.
barsa
17:04 03-12-2019
7
ამ მესის ფანებს რა გჭირთ ტო?უნდა დაესწრება უნდა არა და ჯერ ერთი ეს პასუხი ეკუთვნის ვან დაიკს რონალდოს მიმართ უხამსობის გამო.შეირგეთ ეგ ოწროს ბურთი მესის(მივესალმები და ეკუთვნოდა წელს? მაგრამ ტვინს თუ არ წაიღებთ არაობიექტური კომენტარებით დიდად დაგვავალებთ.
კარგით რა
16:56 03-12-2019
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული